პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: მელაძის “პირველმა“ სცადა პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა – ადგილობრივი პროპგანდისტი არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით

დღეს მელაძის “პირველმა“ სცადა, პრემიერის კომენტარით ესარგებლა და პირდაპირ ეთერში, რომელსაც ყველა ტელეკომპანია გადასცემდა – პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა, – წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ადგილობრივი პროპაგანდისტი არ ელოდა, რომ ირაკლი კობახიძე მას მაშინვე სიზუსტით უპასუხებდა ხსენებულ პროდუქციაზე კონკრეტული ფასების შესახებ.

როგორც კუჭაშვილი აღნიშნავს, ქვეყანას სწორედ ასეთი მთავრობის მეთაური სჭირდება – მენეჯერი, რომელიც ყოველდღიურად აკონტროლებს მოქალაქეების საყოფაცხოვრებო მდგომარეობას და რეალურ მონაცემებს ფლობს.

“ადგილობრივი პროპგანდისტი ნატო გოგელია არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით და მას მაშინვე უპასუხებდა წარმოუდგენელი სიზუსტით ხსენებულ პროდუქციაზე კონკრეტული ფასების შესახებ. სწორედ ასეთი პრემიერი სჭირდება ქართველ ხალხს. მენეჯერი, რომელიც ყოველდღიურად აკონტროლებს მოქალაქეების საყოფაცხოვრებო მდგომარეობას და რეალურ მონაცემებს ფლობს. ეს ფაქტი ძალიან მახარებს, რადგან ის კიდევ ერთხელ ადასტურებს პრემიერის ძლიერ უნარებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერი და სახელისუფლებო გუნდი ფასებით კმაყოფილები არ არიან, რაც ინფლაციასთან ბრძოლის აქტიურ ნაბიჯებშიც ჩანს. თუმცა, შედეგებს დრო სჭირდება და ეს პროცესი მხოლოდ ადგილობრივ ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული,” – წერს შაკო კუჭაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.