პოლიტიკა

FT: რეფორმების შენელებამ და გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გაამწვავა

უკრაინული პრესა, ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მუდმივი მცდელობები, მიაღწიოს უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას, ევროპულ დედაქალაქებთან ურთიერთობებში დაძაბულობას ზრდის.

“ევროკავშირის ლიდერების უარმა უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაზე, იმედგაცრუება გამოიწვია კიევში და ზელენსკის ადმინისტრაციის მზარდი ევროსკეპტიკური რიტორიკა ძირს უთხრის კომპრომისის პოვნის მცდელობებს,” – აღნიშნავს გამოცემა.

ბოლო კვირების განმავლობაში, საფრანგეთმა და გერმანიამ შესთავაზეს ეტაპობრივი პროცესი, რომლის ფარგლებშიც უკრაინა მიიღებს „სიმბოლურ“ შეღავათებს და ევროკავშირის მექანიზმებზე თანდათანობით წვდომას რეფორმების ეტაპების განხორციელების სანაცვლოდ. ოფიციალური პირების თქმით, ეს ნიშნავს სრულ წევრობამდე სულ მცირე ათი წლის გასვლას.

გასულ კვირას, ზელენსკიმ ევროკავშირს სამართლიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინას სიმბოლური წევრობა არ სჭირდება.

ორი უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ზელენსკიმ თავის დიპლომატებს დაავალა, რომ არ განიხილონ და საერთოდ არ შევიდნენ ევროკავშირის მთავრობებთან ასეთ წინადადებებზე დისკუსიაში, არამედ, ისაუბრონ მხოლოდ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე. „ჩვენ ამას არც კი განვიხილავთ“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.