უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინიტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე გაგრძელდეს.
„მქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებობს მოუგვარებელი საკითხები. მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე გაგრძელდეს. უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და კვლავ აგრძელებს პატივისცემას საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ხალხის მიმართ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – წერს ზელენსკი.
Facebook Comments Box











