პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: მეუფე ზენონის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არის ცრუ და საზიანო, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა – აუცილებლად დადგინდება, როგორც ამ განცხადებების რეალური საფუძვლების, ისე იმ მოტივების შესახებ, რაც მის უკან დგას

საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს კონკრეტულად რა ფაქტებზე დაყრდნობით კეთდება ასეთი მძიმე განცხადებები. თუ მსგავსი ფაქტები არ არსებობს, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს რიტორიკა ემსახურება სხვა, საზოგადოებისთვის უცნობ ინტერესებს. მეუფე ზენონმა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, მეუფე ზენონ იარაჯულის მიერ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ.

როგორც მეტრეველი აღნიშნავს, მსგავსი განცხადებები ეხმიანება იმ ნარატივებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს სტაბილურობის შერყევისა და მისი საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისკენ, ხოლო, მეუფე ზენონმა, ან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

“მეუფე ზენონის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არის უკიდურესად ცრუ და საზოგადოებისთვის საზიანო. განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც ასეთი დეზინფორმაცია მოდის სასულიერო პირისგან, რომლის სიტყვაც საზოგადოებაში წესით ნდობას უნდა იმსახურებდეს. მსგავსი განცხადებები ობიექტურად ეხმიანება იმ ნარატივებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს სტაბილურობის შერყევისა და მისი საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისკენ. საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს კონკრეტულად რა ფაქტებზე დაყრდნობით კეთდება ასეთი მძიმე განცხადებები. თუ მსგავსი ფაქტები არ არსებობს, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს რიტორიკა ემსახურება სხვა, საზოგადოებისთვის უცნობ ინტერესებს. მეუფე ზენონმა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. და ბოლოს: დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგინდება, როგორც ამ განცხადებების რეალური საფუძვლების, ისე იმ მოტივების შესახებ, რაც მის უკან დგას. ერსაც და ბერსაც სჭირდება სიცხადე, და ეს სიცხადე აუცილებლად მოვა…” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.