უცხოური მედია

ოპერაციის მიზნები მიღწეულია: რუბიომ „ეპიკური რისხვის“ დასრულება დაადასტურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოპერაცია „ეპიკური რისხვა“ დასრულებულია, მისი მიზნები მიღწეულია და ვაშინგტონს დამატებითი კონფლიქტები არ სურს.

რუბიოს თქმით, მათ მშვიდობიანი გზა ურჩევნიათ და პრეზიდენტი ტრამპიც შეთანხმების მომხრეა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამიერიდან აშშ ყურადღებას თავდაცვით ამოცანებზე და პროექტ „თავისუფლების“ ფარგლებში ჰორმუზის სრუტის გახსნაზე გადაიტანს. გარდა ამისა, მან დააანონსა გაეროს უშიშროების საბჭოში წარსადგენი რეზოლუცია „ნაოსნობის უფლებების დაცვის შესახებ“.

ირანთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებებისას უნდა განიხილონ როგორც ურანის გამდიდრების საკითხი, ისე ირანში არსებული დამარხული მასალები.

მისი თქმით, თეირანი ისე იქცევა, თითქოს მას არა ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი სამოქალაქო, არამედ სამხედრო ბირთვული პროგრამა სჭირდება. კუბის საკითხზე საუბრისას რუბიომ უარყო ინფორმაცია ნავთობის ბლოკადის შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ კუნძულზე არსებული სტატუს-კვო მიუღებელია და ამას მომავალში მიხედავენ.

მან ასევე მკაცრად გააკრიტიკა კონგრესის მცდელობები პრეზიდენტის სამხედრო უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „კანონი სამხედრო უფლებამოსილების შესახებ“ 100%-ით არაკონსტიტუციურია, რადგან ის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა