პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – მამუკა მდინარაძის საქმიანობა უკვე კონკრეტულ შედეგებში აისახა

მამუკა მდინარაძის დანიშვნის შემდეგ კონკრეტული შედეგები უკვე ჩანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დაპირებები უკვე კონკრეტულ შედეგებში აისახა.

“მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურების პირველივე დღიდან ანერვიულდნენ, რა უნდა გააკეთოს იმ პოზიციიდან, ფორმალურიაო. სახელმწიფო მინისტრმა რამდენიმე დღის წინ თქვა და დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე. აი, ეს არის კონკრეტული შედეგი და დაპირების სწრაფი შესრულება. ბოლო პერიოდში ჯაშუშების ისტორიულ დაკავებებსაც ნუ დავივიწყებთ! წარმატებები მამუკა მდინარაძეს“, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა