პოლიტიკა

ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა”, “შეშფოთება” და “წუხილი” – ლექსო თამაზაშვილი

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლის ძმა ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლი პოსტს აქვეყნებს:

“ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მიერ მი­ღე­ბულ მო­რიგ ან­ტი­ქარ­თულ ან­გა­რიშ­ში ირაკ­ლის შეყ­ვა­ნა და მოხ­სე­ნი­ე­ბა არის ფა­რი­სევ­ლუ­რი, ყალ­ბი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯი, რაც აშ­კა­რად რა­დი­კა­ლურ-ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლო­ბიზ­მის შე­დე­გია. მათი ეს პრი­მი­ტი­უ­ლი, მაგ­რამ ბინ­ძუ­რი პრო­ვო­კა­ცია გათ­ვლი­ლია ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ში, მათ­თვის სა­სარ­გებ­ლო ყალ­ბი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის გა­სა­ჩე­ნად , ინ­ტრი­გის შე­მო­სა­ტა­ნად და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად. ირაკ­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა! შე­სა­ბა­მი­სად, არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის “ზრუნ­ვა” “შეშ­ფო­თე­ბა” და “წუ­ხი­ლი” – წერს თა­მა­ზაშ­ვი­ლი.

შეგახსენებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტეტ­მა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ან­გა­რი­ში მი­ი­ღო, სა­დაც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც იყო ნახ­სე­ნე­ბი. რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტის ერთ-ერთ შეს­წო­რე­ბა­ში ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­ზეც არის სა­უ­ბა­რი და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მისი და­პა­ტიმ­რე­ბა სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და თუ არა სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს სტან­დარ­ტებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.