პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და “ცალ ფეხზე დგომის” პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული რაც ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აღნიშნავს, რომ “დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ “პროევროპული” ახალგაზრდობა, ევოკავშირის დროშებში გამოხვეულნი რომ ძალადობდნენ”.

მისივე თქმით, ეს ღონისძიება იყო უსუსური მცდელობა, რომ ის, რასაც თავად უწოდებს ევროპულ “ცივ კომფორტს” გამოფენის ქართულ ფორმატში გადმოეტანათ.

“დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და ეს ორი ფოტო, რომელიც გადავიღე, ვფიქრობ სრულად ასახავს ამ ღონისძიების სულისკვეთებასაც და პათოსსაც. გამოფენის გარეთ ბევრ ადგილას განთავსებულ პოსტამენტზე გრავირებული კოსმოპოლიტ ზურაბ ჟვანიას საკრალური ფრაზა, და გამოფენის შიგნით რადიკალთა უწყვეტი პროტესტის (ალბათ ევროკავშირის დაფინანსებული) ამსახველი ფოტოალბომები. ეს ძალადობრივი აქციები კი, მათ შორის ევროკავშირის ფულის გამოყენებით მოეწყო. დიახ, დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ ზუსტად ისინი ვისაც ველოდებოდი, რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ “პროევროპული” ახალგაზრდობა, ევოკავშირის დროშებში გამოხვეულნი რომ ძალადობდნენ. ვხედავდი როგორ ეტენებოდნენ ევროკავშირის სტენდებთან მდგომ უცხოელებს, რომ მათგან სავიზიტო ბარათები მიეღოთ. მოკლედ, “ცალ ფეხზე დგომის” პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული რაც უბრალო ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა. ჩემი სუბიექტური შეხედულებით, იყო უსუსური მცდელობა, რომ ის, რასაც მე ვუწოდებ ევროპულ “ცივ კომფორტს” გამოფენის ქართულ ფორმატში გადმოეტანათ. ეს იყო და ეს. თავადაც ხვდებიან, რომ ასეთი გამოფენებით ხალხს ვეღარ გააბრუებენ, როგორც ადრე. ვფიქრობ, ევროპისგან განხიბლვის პროცესი ნელა მაგრამ იწყება. თუმცა, ალტერნატივა რა გვაქვს, ეს ჯერ არ ვიცი, და ვფიქრობ ინტენსიურად, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე. მგონია, რომ კიდევ ბევრი ფიქრობს.”- წერს ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.