პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი კომენტარებიდან ისმის

ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მგონი, მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი თითოეული კომენტარიდან ისმის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გერმანიის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, გერმანიის საგარეო უწყება საქართველოსთან დაკავშირებით რატომ არ ცვლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტადაა მოხსენიებული.

„ეს საქართველოს სუვერენიტეტზე ჩვეულებრივი თავდასხმაა. რა თქმა უნდა, თავდასხმას სათანადო პასუხი სჭირდება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას აკეთებს.

პეტერ ფიშერის აგდებულ საუბარზე რაიმე კომენტარის გაკეთება რთულია. ერთადერთი სიკეთე, რაც მას შეუძლია, გააკეთოს საქართველოსთვის, ისაა, რომ ეს ქვეყანა დატოვოს და მგონი, მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი თითოეული კომენტარიდან ისმის.

სიმართლე გითხრათ, განცვიფრებული ვარ, როგორ შეიძლება, ელჩს მასპინძელი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ასეთ ზიზღს ავლენდეს. ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.