Uncategorized

„უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერი: შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს ამ პროდუქტებს. აქცია იმოქმედებს მუდმივად

შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს ამ პროდუქტებს, – განაცხადა „უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერმა თამარ თავართქილაძემ „სასურსათო კალათასთან“ დაკავშირებით. 

მისი თქმით, აქციები პირველადი საჭიროების პროდუქტებზე მუდმივად გავრცელდება.

„აქცია იმოქმედებს ერთიდან – ორი კვირის ვადით თვის ჭრილში, რომელიც იქნება აუცილებლად მუდმივად. გვაქვს 25%-იანი ფასდაკლებაც, 35%-იანი ფასდაკლებაც. რეინჯი არის 25-დან 50%-მდე ფასდაკლება“, – განაცხადა თამარ თავართქილაძემ.

ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები მოეწყო. მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა