პირველად ვხვდებით ამ დღეს მისი დამფუძნებლის, პატრიარქ ილია მეორის გარეშე. ჩემი აზრით, ძალიან ბედნიერია მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რომ ძალიან ღირსეული გამგრძელებელი გვყავს პატრიარქ შიო მესამის სახით, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამებაში განაცხადა.
როგორც ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა, განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე.
„რაც შეეხება ამ დღის მნიშვნელობას, ცხადია, ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო. მშობლებისადმი პატივისცემა კი გამოხატულებაა უდიდესი მორალის და ღირსების. ძალიან მიხარია, რომ მეტი და მეტი ახალგაზრდა გამოდის და გვერდით უდგას ამ იდეას. ამით გამოხატავენ მშობლებისადმი პატივისცემას“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ამასთან, ცოტნე ივანიშვილს კითხვა დაუსვეს საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ეკლესიისადმი გაკეთებულ განცხადებებზეც.
„ნებისმიერი ქართველის პოზიცია ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთიანი და ძალიან მკაცრი. მიუღებელია ეს ყველაფერი და იმდენად მძიმეა, ამორალურია, ამაზე საუბარიც რთულია. იმედი მაქვს, ეს ხალხი მოუხმობს ეთიკას, ღირსებას, მორალს და დაფიქრდებიან საკუთარ ნათქვამზე“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.











