განცხადება · 101 ნახვა
ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე
„ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაა და პოლიტიკურადაც უდიდესი წონა აქვს, ამიტომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასთან მჭიდრო ურთიერთობა“
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა, მედიასთან შეაჯამა ქართული საპარლამენტო დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი ჩინეთში.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ შედგა ძალიან სერიოზული შეხვედრები როგორც დედაქალაქში, ასევე პროვინციებშიც. სუბარმა ყურადღება გაამახვილა შაანსის პროვინციასთან შესაძლო თანამშრომლობაზე განათლებისა და კვლევით სფეროებში:
„ამ პროვინციაში, სადაც ახლა ვართ, არსებულ სიმდიდრეზე საუბრისას, პროვინციის ხელმძღვანელი მთავარ აქცენტს აკეთებდა განათლებასა და წარმატებაზე კვლევითი მიმართულებით. ალბათ ეს ის სფეროა, რაშიც ჩვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობა.
„ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაა და პოლიტიკურადაც უდიდესი წონა აქვს, ამიტომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასთან მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის ის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ამ მხრივ ჩინეთში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო გამორჩეული. 3 დღის განმავლობაში გვქონდა ძალიან სერიოზული შეხვედრები, როგორც დედაქალაქში ისე პროვინციებში. ახლა ვიმყოფებით შაანსის პროვინციაში, რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთ ისტორიული პროვინცია. ვფიქრობ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარება იქნება ძალიან კარგი. სხვათაშორის, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველწლიურად იმატებს ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. საინტერესო იყო ისიც, რომ ამ პროვინციაში, სადაც ახლა ვართ, არსებულ სიმდიდრეზე საუბრისას, პროვინციის ხელმძღვანელი მთავარ აქცენტს აკეთებდა არა ბუნებრივ რესურსებსა და ეკონომიკაზე, რითაც მართლა გამორჩეულია პროვინცია, არამედ განათლებასა და წარმატებაზე კვლევითი მიმართულებით. ალბათ ეს ის სფეროა, რაშიც ჩვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“
- სოზარ სუბარი„ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები“
- სოზარ სუბარი„ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული“
- სოზარ სუბარი„2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია“
