პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი- ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„აი ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა.

ერთადერთი მიზეზი, რატომაც პოლიტიკაში არიან, არის ხაზარაძის სურვილი ყურმოჭრილ მონებად ვინც გამოადგა, ატივტივოს.

რა მომენტშიც ხაზარაძე ამ ორი არარაობის გაქრობას მოინდომებს, გაქრებიან და სველი ადგილიც არ დარჩება მათგან, პოლიტიკაში.

ნინო ჯანგირაშვილს ამას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აკადრებენ, რომ ნინომ კითხვა დასვა, როდის გაგვაგებინებთ ამომრჩევლებს რომ ხაზარაძემაც გახარიასავით მოკურცხლაო – ოღონდ გაცილებით დელიკატურად.

ხმა მისცა ჯანგირაშვილმა ხაზარაძეს და ბუნებრივად დაინტერესდა, მისი ხმა სად წავიდა. და აი ასე პასუხობენ.

ესაა ავტოკრატია! აი ეს უნდა ჩაირეცხოს – არაანგარიშვალდებული პოლიტიკური არარაობების დოღი თავისი კორუმპირებული ტელევიზიებიანად“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა