უცხოური მედია

ბლუმბერგი: ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში ფასიანი გატარების საკითხი განიხილეს

ირანისა და ომანის გეგმებზე, ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის საფასური დააწესონ, Bloomberg-თან საფრანგეთში ირანის ელჩმა, მოჰამად ამინ-ნეჟადმა ისაუბრა. მისი თქმით, თეირანი დაინტერესებულია იმ „მთავარი მიზეზის“ მოგვარებით, რომელიც მსოფლიო ნავთობვაჭრობისთვის ამ საკვანძო საზღვაო გზის გარშემო არსებობს.

ამინ-ნეჟადმა აღნიშნა, რომ ამჟამად ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა მიმდინარეობს. ამ დღეებში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) დაახლოებით 30 გემი გაატარა, მათ შორის ჩინეთისა და კორეის რესპუბლიკის ტანკერები. თუმცა, Bloomberg-ი აზუსტებს, რომ ეს ციფრები დაუდასტურებელია და შორს არის ომამდელი მაჩვენებლისგან, რომელიც „დღეში ასობით“ გემს შეადგენდა.

ამავდროულად, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას სურს ჰორმუზის სრუტე იყოს „ღია და უფასო“. გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ „წაიღებს და გაანადგურებს“ ირანულ გამდიდრებულ ურანს. წინა დღით კი ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის ფეტვის შესახებ, რომელმაც ქვეყნიდან მასალის გატანა აკრძალა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა