პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გვანცა ყუფარაძე, როგორც 6-წლიანი ტყვეობიდან ნორა კვიციანი, არც “ნაცრეჟიმის” ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობაგანადგურებული სხვა ქალების მსგავსად – კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა

x

ნანუკა ჟორჟოლიანი ციხიდან გამოვიდა ხანგრძლივი და მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე.

მისი განცხადებით, ჟორჟოლიანი ციხიდან სიცილ-კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა და არა ისე, როგორც “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ციხეში ნატანჯი და ჯანმრთელობაგანადგურებული ქალები გამოდიოდნენ.

“ნანუკა ჟორჟოლიანი ციხიდან გამოვიდა ხანგრძლივი და მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ. გამოვიდა ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა ნაცრეჟიმის დილეგი გვანცა ყუფარაძემ, რომელიც 14 წლის ასაკში გაასამართლეს შეთითხნილი ბრალდებით. ნანუკა გამოვიდა ციხიდან ისე კი არა, როგორც ნაცრეჟიმის 6-წლიანი ტყვეობიდან ძლივს სულგამოტანილი, უდანაშაულო ნორა კვიციანი. არც ქეთევან ზარნაძის, არც ხათუნა ჯანაშვილის და არც ნაცრეჟიმის ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობაგანადგურებული სხვა ქალების მსგავსად არ გამოსულა ნანუკა 3-დღიანი პატიმრობიდან. სიცილ-კისკისით და კუნტრუშ-კუნტრუშით გამოვიდა, როგორც რუსულ – ჩინურ-ირანული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ რევოლუციის ამორძალს შეეფერება.” – წერს ხუბუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა