უცხოური მედია

თეთრ სახლთან სროლის ხმები იყო, ტრამპი შენობაში იმყოფებოდა

თეთრი სახლის ჩრდილოეთ გაზონზე მომუშავე ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ „ათობით გასროლის“ ხმა მოესმათ. საიდუმლო სამსახურის აგენტებმა პრესკორპუსის წევრების ევაკუაცია ბრიფინგების დარბაზში მოახდინეს. CNN აღნიშნავს, რომ ამ მომენტში რეზიდენციაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც იმყოფებოდა.

„ბევრი გასროლის ხმა გაისმა. გვითხრეს, პრესბრიფინგების დარბაზისკენ გავქცეულიყავით, სადაც თავი შევაფარეთ კიდეც“, — დაწერა ABC News-ის კორესპონდენტმა სელინა ვანმა სოციალურ ქსელ X-ში.

წინასწარი მონაცემებით, სროლა კომპლექსის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობდა. მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა