პოლიტიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს

კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლასა და ღალატზე წერს. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია ღალატში არაფერ შუაშია და მელიას შეცდომა ის იყო, რომ აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, სააკაშვილის თქმით კი, არჩევნების მოგება მისი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო.

დიმიტრი ბიძინაშვილი იხსენებს აქციის მოვლენებს და წერს, რომ მაშინ, როდესაც კანცელარიისკენ წავიდნენ, აღმოჩნდა, რომ მაშინ ბევრმა სახლში წასვლა და დასვენება გადაწყვიტა. ბიძინაშვილის თქმით, რამდენიმე ათასი კაციდან მხოლოდ სამასმა ადამიანმა გაათენა ღამე კანცელარიასთან და ამიტომ გადაწყდა იმ ტერიტორიიდან მსვლელობით წასვლა.

ბიძინაშვილი აღნიშნავს, რომ ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა.

„მაოხრებელი გზირი !
კაი გავიხსენოთ ამ აქციის ამბავი და თუ მასე არ იყო, იმ დილას ვინც გავათენეთ იმათმა დამიწერონ რომ ვიტყუები. თუ არადა ამ რაღაცას იქ გადეცით რახან ციხეშია, არ ნიშნავს იმას პასუხს არავინ გასცემს !
დავიწყოთ თავიდან, ვინ იყო მზად “მიშას დასახსნელად”
თავისუფლების მოედანზე ბევრი ადამიანი ვიყავით შეკრებილი. იყო გამოსვლები და ა.შ, როგორც ხდება ხოლმე დიდ შეკრებებზე. ბოლოსკენ ნიკა მელიამ სცენიდან გამოაცხადა, რომ თავისუფლების მოედნიდან კანცელარიისკენ, იქვე 500 მეტრში უნდა დავძრულიყავით და დილამდე უნდა გავჩერებულიყავით, და დილას პრემიერი რომ მოვიდოდა, ან ამ ხალხის მასის გავლა მოუწევდა ძალის გამოყენებით, ან იქ ვერ შევიდოდა.
წავედით კანცელარიისკენ, მაგრამ არა იმდენი რამდენიც თავისუფლების მოედანზე ვიდექით. ბევრმა სახლისკენ წასვლა და დასვენება გადაწვიტა. ასე თუ ისე რამდენიმე ათასი კაცი იყო იმ დროს კანცელარიასთან მაგრამ რამდენიმე საათში ეს რიცხვი გახდა სადღაც 100-300 კაცი, დაახლოებით ამდენმა გავათენეთ ღამე კანცელარიასთან.
მერე ვინც სახეს იხოკავდა პოლიტიკოსები, იქიდანაც ერთი-ორიკაცი იყო ადგილზე დანარჩენები თბილად სახლში ისხდნენ და ისვენებდნენ. (ამის გახსენებაც შეიძლება ვინ იყო იქ მთელი ღამე და ვინ სახლში წამოწოლილი)
ახლა 100-300 კაცის გაწმენდა რომ არ გაუჭირდებოდა “ივანიშვილის მილიციას” ეგეც არ გაგიკვირდებათ. ამიტომ გადაწყდა იმ ტერიტორიიდან მსვლელობით წასვლა. ხო და სანამ ვინმესკენ ხელს გაიშვერთ, მაგ ხელს დახედეთ რამეში ამოსვრილი არ იყოს.
ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. მერე როგორც ხდება სუსის ხელშეწყობით ეს აზრი გააჯინეს კარგად და ვისაც თავის აზრი არ გააჩნია აიტაცა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ
მოკლედ ამ კაცის გამოსწორება არ იქნება და რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ ასეთ სისულელეს იზამ.“- წერს ბიძინაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.