პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: იმედია, შემდგომში დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათაშორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენისას განცხადება გააკეთა. თავის სიტყვაში დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა პროფესიულ სასწავლებლებზე და აღნიშნა, რომ მნიშნელოვანია, არსებობდეს კრედიტების სისტემა, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აძლევს საშუალებას, აღიაროს პროფესიულ სასწავლებლებში მიღებული კომპეტენცია:

„კრედიტების სისტემა მისასალმებელი ნაბიჯია, თუმცა არის მთელი რიგი სპეციალობები, რომლის კრედიტით აღიარება ვერ მოხდება – არსებობს ისეთი სპეციალობები, რომელსაც ადამიანი მხოლოდ პროფესიული სასწავლებლის ფარგლებში დაეუფლება. სწორედ ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დუალური პრაქტიკის დამკვიდრება“ – განაცხადა სეფაშვილმა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დუალური პრაქტიკის დამკვიდრებაში წვლილის შეტანა ბიზნესის სექტორსაც შეუძლია. სეფაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის წარმოებაც, რათა მშობლებმა თუ მოსწავლეებმა დაინახონ მსგავსი სისტემის მნიშვნელობა.

„ბატონო მინისტრო, მინდა ჩემს გამოსვლაში წამოვჭრა პროფესიული სასწავლებლების საკითხიც. ძალიან კარგი მეთოდი შეუმუშავებია სამინისტროს და დაგეთანხმებით, რომ კრედიტების სისტემის შემოღება მნიშვნელოვანია. შემდგომში ალბათ დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო იმისთვის, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათაშორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს და მისასალმებელი ნაბიჯია, თუმცა არის მთელი რიგი სპეციალობები, რომლის კრედიტით აღიარება ვერ მოხდება – არსებობს ისეთი სპეციალობები, რომელსაც ადამიანი მხოლოდ პროფესიული სასწავლებლის ფარგლებში დაეუფლება და უმაღლეს სასწავლებლებში არ მოიძებნება შესაბამისი სპეციალობა. სწორედ ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დუალური პრაქტიკის დამკვიდრება. კერძოდ, ვგულისხმობ ბიზნესთან ძალიან მჭიდრო კონტაქტში ასეთი სპეციალობების შემუშავებას და შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის უფრო აქტიურად წარმოებას, რათა ყველამ, იქნება ეს მოსწავლე, მშობელი, თუ ბიზნესი, თვალნათლივ დაინახოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ურთიერთობები და სპეციალობის დაუფლება შესაბამისი თეორიულ-პრაქტიკული ბაზის მომზადებით. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას მოემსახურება. ასე რომ, ამ მიმართულებითაც, ვფიქრობ, შეიძლება სამინისტრომ გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები. გისურვებთ წარმატებას, ვინაიდან განათლება და მეცნიერება სწორედაც ემსახურება ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.