პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ფაქტი ერთია, რომ “დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს, მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი

ფაქტი ერთია, რომ ის ბიუროკრატია, “დიფ სთეითის” ხელდასხმული ე.წ. პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიაზრებენ თავიანთ პროქსი სახელმწიფოებად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში განაცხადა.

კირცხალიას თქმით, მათ აქვთ მკაფიოდ გაწერილი სცენარი და იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყანა მაქსიმუმს აკეთებს, რომ საკანონმდებლო სივრცით დაიცვას სახელმწიფო, ისინი მაინც ცდილობენ თავიანთი გეგმების სისრულეში მოყვანას.

“როგორც კი ეს ყველაფერი დაიწყო, 2002 წლიდან ვიწყებთ ჩვენ ათვლას ამ ბრძოლისა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, კოლოსალური თანხები შემოდიოდა და გვახსოვს ამ თანხებით დაფინანსებული ე.წ. მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ პარტიები და შეძლეს, რომ გარკვეული აღქმები გაეჩინათ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის და დაეჯერებინათ სიცრუის დიდი ნიაღვარი. არ დაგვავიწყდეს, რომ აქ არ იყვნენ მხოლოდ ადგილობრივი აგენტები და ე.წ. პოლიტიკოსები ჩართულები, არამედ პირდაპირ დიპკორპუსის წარმომადგენლები, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები, გახსოვთ თქვენ მიტინგები, როდესაც პირდაპირ წვავდნენ ყველაფერს.

გეგმა უცვლელია და იმდენად უსუსურია ეს გეგმა, იმდენად თვალნათელია მათი გეგმები, მოქმედების სცენარი, საზოგადოება უკვე ხედავს რასთან გვაქვს საქმე. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი, რა საზღვრებზე ვსაუბრობთ, როდესაც ყველა დეტალს, ნებისმიერ გაფაჩუნებას ცდილობენ მოარგონ თავიანთი დესტრუქციული გეგმები“, – განაცხადა კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.