პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე – კალასმა იპოვა, სად არის რუკაზე საქართველო თუ ამ განცხადებებს თანაშემწეები უწერენ? ევრობიუროკრატიის წარმომადგენელთა ზღვარგადასულ ქმედებებს რამდენიმე განცხადება ვერ დაგვავიწყებს

ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება შემოიტანონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძემ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ევროკავშირს უკრაინაზე მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლია, მოსთხოვოს რუსეთს არმიის შემცირება, მოლდოვიდან და საქართველოდან ჯარების გაყვანა, ეს ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია“.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ევრობიუროკრატთა ზღვარგადასულ ქმედებებს რამდენიმე განცხადების გაკეთება ვერ დაავიწყებს.

„კაია კალასმა იპოვა, სად არის საქართველო რუკაზე თუ ამ განცხადებებს თანაშემწეები უწერენ? კაია კალასი, მარტა კოსი და ევრობიუროკრატიის მაღალი თანამდებობის სხვა წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება შემოიტანონ, ქართველი ხალხი ერთმანეთისგან გამიჯნონ და დააშორონ, ასევე სიძულვილის კამპანიები აწარმოონ, სიძულვილის ენით გამორჩეულ ადამიანებს გვერდში დაუდგნენ მათი წარმომადგენლების სახით, მათ შორის, ისეთ უმსგავსობასა და დიპლომატიურ სკანდალზე წავიდნენ, როგორიც კონკრეტული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე დადგომაა. მათ ყველანაირ ზღვარგადასულ ქმედებებსა თუ განცხადებებს რამდენიმე განცხადების გაკეთება ვერ დაგვავიწყებს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.