პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ნებისმიერი ინცინდენტი თუ ტრაგიკული შემთხვევა – ეს არის ლეში ნაცბანდის სვავებისათვის. გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაც ამ სერიიდანაა, თუმცა, ნაცსვავების კოლაფსი მაშინ იწყება, როცა დაზარალებულის ოჯახის წევრებს არ სურთ, თავიანთი გასაჭირი პოლიტიკანთა საჟონგლიოროდ აქციონ

ნებისმიერი ინცინდენტი თუ სულაც ტრაგიკული ფაქტი ნაცსექტისათვის საინტერესო და მიმზიდველია მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდის მოხვეჭის კონტექსტში, თორემ ძალადობა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა მათი მოგონილია, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე.

მისი განცხადებით, “ნაცსვავების კოლაფსი” მაშინ იწყება, როცა დაზარალებულის ოჯახი ემიჯნება “პოლიტიკანთა ფერხულს” და ასე მოხდა გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქის შემთხვევაშიც, რამაც “ნაცმოძრაობის” მხრიდან ბულინგი გამოიწვია.

ჟურნალისტი იხსენებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესაც, როცა მისმა ოჯახმა “ნაციონალებს” სპეკულირების საშუალება არ მისცა, “სააკაშვილის დოქსოპულო პროპაგანდისტმა” თეა ადეიშვილმა კი განაცხადა, რომ ოჯახი საქმის ჩაფარცხვას ცდილობდა.

“სხვანაირად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ინცინდენტი თუ ტრაგიკული შემთხვევა – ეს არის ლეში ნაცბანდის სვავებისათვის.
გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემაც (ნამდვილად ამაზრზენი და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირების ღირსი ფაქტი) ამ სერიიდანაა, თუმცა ნაცსვავების კოლაფსი მაშინ იწყება, როცა დაზარალებულის ოჯახის წევრებს არ სურთ, თავიანთი გასაჭირი პოლიტიკანთა საჟონგლიოროდ აქციონ. გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მამაკაცის ოჯახიც ასე მოიქცა – გაემიჯნა პოლიტიკანთა ფერხულს, რის გამოც ნაცსვავები დაესივნენ, დაბულინგებას და გაშავებას უპირებენ…
შესაძლოა, ბევრს არ ახსოვდეს – როცა 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და მისმა ოჯახმა სპეკულანტი ნაცები ახლოს არ გაიკარა, სააკაშვილის დოქსოპულო პროპაგანდისტმა თეა ადეიშვილმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა – მოკლული გიორგი შაქარაშვილის ოჯახი როგორც არ უნდა ეცადოს საქმის ჩაფარცხვას, ჩვენ სიმართლეს მაინც დავადგენთო! აი, ასეთი ამორალურობის და სახიფათო უტუფრობის განსახიერებაა ნაციონალური მოძრაობა, რომლის უბრალოდ არსებობაც კი ქართული სახელმწიფოებრიობის თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილია.” – წერს ჯაბა ხუბუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.