პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სომხეთში ხედავენ, რომ დაპირებების მიუხედავად, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან კონკრეტულ მხარდაჭერას ვერ იღებენ

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთში მოახლოებულ არჩევნებს, პოლიტიკურ პროცესებსა და დასავლეთის დამოკიდებულებას აფასებს. მისი თქმით, სომხურ საზოგადოებაში იზრდება იმედგაცრუება, რადგან, მისი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორებისგან კონკრეტულ მხარდაჭერას ვერ ხედავენ.

„სომხებს ყველაზე მეტად პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა აინტერესებთ,“ – აცხადებს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ სომხეთში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაც, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სომეხი მოქალაქეების მოსკოვიდან სომხეთში დაბრუნებას შეეხებოდა.

„სომხეთის საზოგადოება ტრადიციულად ბრძენია და ბევრ კომპონენტში, ჩემი აზრით, საქართველოზე უფრო ჭკვიანიც კი. მათ თითქოს ვექტორი შეეცვალათ, პრობლემები შეექმნათ ბიზნესმენებს, მოსახლეობას, ეკლესიას. ამ დროს ჩადიან დელეგაციები, მაგრამ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ სანუგეშო – „ნუ გეშინიათ, თქვენ ხომ ევროპისკენ უმოკლესი გზა ხართ, დაგეხმარებითო“.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელიც ჩავიდა 45 წუთით, მხოლოდ იმისთვის, რომ ინდოეთიდან ვაშინგტონში მიმავალი თვითმფრინავს საწვავი ჩაესხა აეროპორტში. ის მაინც უთხრან, თუნდაც თეორიულად – ნუ გეშინიათ, საქართველოსთან თუ არ მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, თქვენთან გავაფორმებთო. ის კი არა, რომ თქვენს სპილენძს წავიღებთ, არამედ უთხრან ის, რაც სომხებს ყველაზე მეტად აინტერესებთ – გამოხატონ პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა.

სომხეთში ხედავენ, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დაპირებების მიუხედავად, სომხეთს მათი მხარდაჭერა არ აქვს. დღეს ამ ყველაფერს პუტინის განცხადებაც დაემატა – ასი ათას სომეხს გამოვუშვებ მოსკოვიდან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებადო. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. ძალიან საინტერესო არჩევნები გველოდება წინ,”- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.