პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი: ახალგაზრდული ორგანიზაცია შუამდგომლობას გაუწევს თითოეულ პროექტს, ეცდება გვერდში დაუდგეს თითოეულ ახალგაზრდას და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა, რომ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა

ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის „ფესვები“ და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად მართლა კარგად ჩანს, თუ რამდენად ძვირფასი არის თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი საყვარელი სამშობლო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა სიღნაღში, ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ერთობლივი ძალისხმევითა და ქვეყნის განვითარებით მიიღწევა შედეგი – საქართველოს იმდენად გაძლიერება, რომ საზოგადოებას აღარ უჩნდებოდეს ქვეყნის დატოვების სურვილი.

„ასეთი ტიპის გამოწვევა არსებობს, მეც პირადად, მეგობრებისგანაც მსმენია მსგავსი მოსაზრებები, გამოწვევები, დილემა. მე მგონი, ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის „ფესვები“ და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად მართლა კარგად ჩანს, თუ რამდენად ძვირფასი არის თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი საყვარელი სამშობლო. სიმბოლურია, რომ თვითონ სიტყვა „სამშობლოც“ სხვა არცერთ ენაზე კარგად არ ითარგმნება, ეს მშობლიური დატვირთვა, ყოველ შემთხვევაში, ინგლისურად, ფრანგულად არ მოსდევს იმავენაირი სიმბოლური სიღრმე, რომელიც თვითონ სიტყვა „სამშობლოში“ ჩანს, ის პირდაპირი კავშირი სიტყვა „მშობელთან“.
კონკრეტულად ამ გამოწვევას რაც შეეხება, მაგალითად დღევანდელი შეხვედრაც შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის პასუხი ამასთან დაკავშირებით. ცხადია, რომ ბევრი პრობლემის გადაჭრა მოითხოვს დროს, მოითხოვს მდგრად სიტუაციას ქვეყანაში, აუცილებელი ფაქტორი ამისთვის არის მშვიდობა, მაგრამ დღეს რამდენი საინტერესო პროექტი მოვისმინეთ, რამდენი საინტერესო იდეა, აკადემიური, კულტურული კუთხით, დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია შუამდგომლობას გაუწევს თითოეულ პროექტს, ეცდება, რომ დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს თითოეულ ახალგაზრდას და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა მე, რომ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს ძალიან მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა და პირიქით, არ არსებობდეს ის მომენტი, ის [ქვეყნიდან] წასვლის სურვილი, რომელიც თქვენ ახსენეთ. რა თქმა უნდა, დრო სჭირდება ბევრ რამეს, დრო სჭირდება ბევრ პროექტს, მაგრამ ამისთვის ესენციალური და ფუნდამენტური არის სტაბილური მდგომარეობა, მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც მადლობა ღმერთს გვაქვს და თავისთავად ვეცდებით, ახალგაზრდული ორგანიზაცია ეცდება, მეც პირადადაც თუ რამე შემიძლია რომ თქვენს იდეებთან და პროექტებთან დაკავშირებით გვერდში დაგიდგეთ და ვეცადოთ, რომ ყველა კარი იდეა და მოსაზრება განვახორციელოთ,“- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.