პოლიტიკა

ანა წითლიძე: 2021 წელს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე იყო ნიკა მელია, მთავარი იდეოლოგი იყო ნიკა გვარამია და ბევრ რაღაცას მე, ანა წითლიძე და ჩემნაირი კიდევ ძალიან ბევრი, ტელევიზიით ვიგებდით – ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო “ქოცებთან”, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე, “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ წლებში, რომელსაც მელია ასახელებს, “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე თავად იყო, ხოლო, მთავარი იდეოლოგი კი – ნიკა გვარამია.

წითლიძე ინტერესდება, ვის აკისრებს პასუხისმგბელობას და ვის საყვედურობს მელია, ვინაიდან, თუ 2021 წელს მან გაიგო, რომ მიხეილ სააკაშვილი “ქართულ ოცნებასთან” იყო შეკრული, გაიგებარია, რატომ არ მიაწოდა ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებას.

“რაც დაწერა გარიგებასთან დაკავშირებით, მე ახლა მაინტერესებს: იმ წლებში, რა წლებსაც ნიკა მელია ასახელებს, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ვინ იყვნენ, ხომ ვერ მეტყვით პარტიაში? – ნიკა მელია, პარტიის თავმჯდომარე, “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი იდეოლოგი და ხელმძღვანელი ამ ყველაფრის იყო ნიკა გვარამია, მათ შორის და ბევრ რაღაცას მე, ანა წითლიძე და ჩემნაირი კიდევ ძალიან ბევრი, საერთოდ ტელევიზიით ვიგებდით, ძალიან დიდი ბოდიში და ვის აკისრებს პასუხისმგებლობას? ანუ, 2021-ში ესენი მთავარი ტიპები იყვნენ “ნაციონალურ მოძრაობაში”, მთავარ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მთავარი ინფორმაციები მათ ჰქონდათ და ჩვენ ვიგებდით მერე ამ ინფორმაციებს. ვის საყვედურობს მელია, 21-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო ქოცებთან, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა. რამ მოათმენინა, რა შუაშია აქ, რომ მიშა ციხეში იჯდა – ამის მერე, სანამ არ გააგდეს, როგორც თვითონ ამბობს, ჩუმად იყო?” – განაცხადა ანა წითლიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა