პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკური სურათი რომ გავადიდოთ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერც “ნაცმოძრაობა” და ვერც მისგან გამოყოფილნი ვეღარ წარდგებიან “მთავარ ოპოზიციურ ძალად.” ხალხს, მათ შორის, ოპოზიციურ ამომრჩეველს, არაერთი ალტერნატივა ეყოლება ასარჩევად

ბიძინა ივანიშვილის ექს-ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა როგორც იქნა გამოაცხადა მისი პოლიტიკური პარტიის “ჯერ საქართველოს” დაფუძნება 21 ივნისს. დართეს როგორც იქნა ნება. სავარაუდოდ, ამ პარტიის შექმნით დასავლეთს ქართულ პოლიტიკურ ველზე თანდათანობით შემოჰყავს ახალი და მის მიერ თავიდან ბოლომდე მართული პოლიტიკური მოთამაშეები, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი თქმით, ყიფიანი არ ყოფილა, თუნდაც ირიბად, აფილირებული “ნაცმოძრაობასთან,” თუმცა, 26 მაისს “კოლექტიური “ნაცმოძრაობის” შაბაშს” ესწრებოდა.

„ბიძინა ივანიშვილის ექს-ადვოკატმა (აქ არ დავიწყებ იმის დაკონკრეტებას რატომ შეუწყვიტეს მას კონტრაქტი, ეს დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ბევრმა იცის რატომაც!) ვიქტორ ყიფიანმა როგორც იქნა გამოაცხადა მისი პოლიტიკური პარტიის “ჯერ საქართველოს” დაფუძნება 21 ივნისს. დართეს როგორც იქნა ნება.
სავარაუდოდ, ამ პარტიის შექმნით დასავლეთს ქართულ პოლიტიკურ ველზე თანდათანობით შემოჰყავს ახალი და მის მიერ თავიდან ბოლომდე მართული პოლიტიკური მოთამაშეები. ერთი ასეთი უკვე შემოიყვანა “თავისუფლების მოედნის” სახით, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად. ყიფიანის შემთხვევა განსხვავებულია, ბიძინა ივანიშვილთან მუშაობა, მის ფიგურას მოსახლეობის ნაწილის თვალში რაღაც წონას აძლევს. ის არ ყოფილა, თუნდაც ირიბად, აფილირებული “ნაცმოძრაობასთან,” თუმცა 26 მაისს ესწრებოდა კოლექტიური “ნაცმოძრაობის” შაბაშს.
პოლიტიკური სურათი რომ გავადიდოთ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერც “ნაცმოძრაობა” და ვერც მისგან გამოყოფილნი ვეღარ წარდგებიან “მთავარ ოპოზიციურ ძალად.” ხალხს, მათ შორის ოპოზიციურ ამომრჩეველს, არაერთი ალტერნატივა ეყოლება ასარჩევად,“ – წერს ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.