Uncategorized

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინა ამჟამად თავდაცვის ტექნოლოგიების საუკეთესო ლაბორატორიაა

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, რადმილა შეკერინსკამ, ვილნიუსში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა, რეალურ სამყაროში არსებული საუკეთესო ლაბორატორიაა თავდაცვის ტექნოლოგიების კუთხით.

შეკერინსკამ გამოყო ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა: უპილოტო სისტემები, ელექტრონული ომი, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სამიზნეების იდენტიფიცირება და იმედი გამოთქვა, რომ სესიაზე დამსწრეები თანამშრომლობის სხვადასხვა იდეას განიხილავენ და საკუთარ დედაქალაქებში კონკრეტული შეთავაზებით დაბრუნდებიან.

“უკრაინა ამჟამად თავდაცვის ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე, რეალურ სამყაროში არსებული ლაბორატორიაა. უპილოტო სისტემები, ელექტრონული ომი, ხელოვნური ინტელექტით სამიზნეების იდენტიფიცირება და ბევრი სხვა. ასე რომ, იმედი მაქვს, ბევრი თქვენგანი შეძლებთ, შემოგვიერთდეთ ფორუმზე, ისარგებლოთ შესაძლებლობით და განიხილოთ თანამშრომლობის იდეები, შემდეგ კი დაბრუნდეთ თქვენს დედაქალაქებში კონკრეტული წინადადებებით. ეს კარგი იქნება უკრაინისთვის და ეს კარგი იქნება ნატოსთვისაც”, – განაცხადა რადმილა შეკერინსკამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.