პოლიტიკა

მოლდოვის ვიცე-პრემიერი – მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი თუ შეფერხდება ან ჩაიშლება, ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად რუმინეთთან გაერთიანება განიხილება

მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შეფერხების შემთხვევაში რუმინეთთან გაერთიანებას განიხილავს.

როგორც მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ევგენ ოსმოჩესკუმ „ევრაქტივთან” ინტერვიუში განაცხადა, თუ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეფერხდება ან ჩაიშლება, ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად რუმინეთთან გაერთიანება განიხილება.

მისი თქმით, მოლდოვის მთავარი მიზანი კვლავ ევროკავშირში გაწევრიანებაა და ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გაწევრიანების ხელშეკრულებას 2028 წლის ბოლომდე მოაწერს ხელს, თუმცა, თუ ეს პროცესი გაჩერდება, სხვა გზების განხილვას დაიწყებენ.

„ეს არის გეგმა B”, – განაცხადა ოსმოჩესკუმ.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მოლდოვისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირისგან მკაფიო სიგნალების მიღება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა, მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ ზეწოლას განიცდის. ოსმოჩესკუმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის გაფართოება კანდიდატი ქვეყნების მიღწევებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ამასთან, ოსმოჩესკუს თქმით, მოლდოვას არ აქვს ისეთი სამხედრო შესაძლებლობები, როგორიც უკრაინას.

„ჩვენ არ ვართ ისეთი გამძლეები, როგორც უკრაინელები. ქვეყანას არ გააჩნია განვითარებული სამხედრო ინდუსტრია და შეიარაღებული ძალები, რომლებიც უკრაინის არმიას შეედრება“, – განაცხადა ოსმოჩესკუმ.

მისი განცხადებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის.

„ივნისში მოლაპარაკებები თუ დაიწყება, ეს იქნება მკაფიო სიგნალი. სწორედ ამისკენ ვისწრაფვით“, – განაცხადა ოსმოჩესკუმ.

ვიცე-პრემიერმა ასევე მხარი დაუჭირა ევროკავშირთან ეტაპობრივი ინტეგრაციის იდეას, მათ შორის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის განხილვას.

რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას ოსმოჩესკუმ აღნიშნა, რომ მოლდოვისა და რუმინეთის მოსახლეობას ერთმანეთთან მჭიდრო კულტურული, ენობრივი და ოჯახური კავშირები აქვთ. მისივე ინფორმაციით, მოლდოვაში გაერთიანების იდეას მოსახლეობის დაახლოებით 40% უჭერს მხარს, ხოლო რუმინეთში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ს აღწევს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.