პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე

„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცვლელ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია.

ჩიბურდანიძის განცხადებით, საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე.

„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცვლელ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი.
ჯო უილსონის განცხადებებს კი ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ. ის არის რუპორი, რომელსაც მყვირალა განცხადებების გაკეთებაში ფულს უხდიან. ის ლიბერალი რესპუბლიკელია, რომელსაც თავისი როლი აქვს და მისი გაკეთებული განცხადებით მარტივად მიხვდები, რომელი ფრთის დაკვეთას ახმოვანებს.
როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ სი ძინპინი მისი მეგობარია, ამით ის ჩინეთთან ურთიერთობების დათბობას ცდილობს. ტრამპის ამ განცხადების ფონზე კი მისი პარტიის წარმომადგენელი ჯო უილსონი ამბობს, რომ თურმე საქართველო ამერიკის მტერია და პროჩინურ გზას ადგას და ა.შ. რეალურად, საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე. დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია – საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება, ჩინეთსაც საქართველოში სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა. ჩინეთი პატივს სცემს ტრადიციებს, რელიგიას და ღირებულებებს და ქვეყანა, რომელმაც იცის ღირებულებების ფასი, სხვის ღირებულებებს ცუდად არ შეეხება.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა შედგენა, საქართველო წავა წინ და ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.