პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი ოპოზიციაზე – არ ვფლობ ინფორმაციას, ეს პარტიები მუდმივად რატომ კინკლაობენ

სამწუხაროა პროცესები, რაც ოპოზიციაში მიმდინარეობს. არ ვფლობ ინფორმაციას, ეს პარტიები მუდმივად რატომ კინკლაობენ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა „ოპოზიციის ალიანსთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პარტიები საკუთარი ნაბიჯებით „ქართულ ოცნებას“ აძლიერებენ“.

„ჩემთვის, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლისთვის, სამწუხაროა ის პროცესები, რაც ოპოზიციაში მიმდინარეობს. ჩემი მხრიდან მათ რიგებში დაპირისპირებაზე შეფასების გაკეთება არასერიოზული იქნება. არ ვფლობ ინფორმაციას, ეს პარტიები მუდმივად რატომ კინკლაობენ. სჯობს, მათ რიგებში უთანხმოების შესახებ „ოცნებას“ ჰკითხოთ, რადგან სწორედ ისინი ფლობენ ინფორმაციას მათ კინკლაობაზე. 2018 წლიდან მოყოლებული ვხედავთ, რომ ეს პარტიები საკუთარი ნაბიჯებით „ოცნებას“ აძლიერებენ. ჩვენს ქვეყანაში რომ პოლიტიკურად ასეთი მძიმე და ჩიხური მდგომარეობაა, ამ პროცესების შედეგია, რომ „ანიტები“ და მათნაირი ჩანერგილი აგენტი ადამიანები არიან „ოცნების“ სამსახურში და საკუთარი გადაწყვეტილებებით მუდმივად აძლიერებენ“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ტატა ხვედელიანის თქმით, არასერიოზულია და კომენტარს არ გააკეთებს, სააკაშვილი ამ ბრძოლაში ჩართვის ღირსად ვის მიიჩნევს.

„სააკაშვილს რაც შეეხება, არ მესმის, „ოცნების“ მხრიდან პატიმარი სააკაშვილი რატომ არის ისეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომ აქტიურ პოლიტიკაში იყოს ჩართული და ასეთი განცხადებები აკეთოს? არასერიოზულია და კომენტარს არ გავაკეთებ, სააკაშვილი ამ ბრძოლაში ჩართვის ღირსად ვის მიიჩნევს. „ოცნება“ დაინტერესებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პოზიციებს იკავებს. „ოცნება“ აქამდე ვერც მოაღწევდა, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი დამხმარე რესურსი“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.