პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე ოპოზიციას: ჯერ ხალხი საციხოდ გაწირეთ მორიგი ფსევდორევოლუციის გამო, ახლა თავად საელჩოში ლეგიტიმურ მთავრობას უსმენთ. ოღონდ პრობლემა რომ ის ჰგონიათ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით მოუსმინეს თუ ჩიზბურგერს ჭამდნენ იმ მომენტში და არა ის, რომ ორი წელი ხალხი აბოლეს, რომ ჯო უილსონის პოზიცია ამერიკის პოზიცია იყო

საქართველოში მუშაობა არ მაინტერესებს, მით უმეტეს არაფერს მიწყვეტს ვინ არის მანდ ხელისუფლებაში. მაგრამ აუცილებლად შეგახსენებთ ოპოზიციას ყოველ ჯერზე ფარისევლობას და ორმაგ სტანდარტს, რომ ჯერ ხალხი საციხოდ გაწირეთ მორიგი ფსევდორევოლუციის გამო, ორი წელი ეუბნებოდნენ, ამერიკა არ აღიარებს მთავრობასო, – წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ციხეში მყოფი ხალხის ფონზე, თავად ოპოზიციის წარმომადგენლები, აშშ-ის საელჩოში ლეგიტიმურ მთავრობას უსმენდნენ, თუმცა, პრობლემა მათ ის ჰგონიათ, პირდაპირი მნიშვნელობით უსმენდნენ პრემიერს თუ მისი გამოსვლის მომენტში ჩიზბურგერს ჭამდნენ და არა ის, რომ ორი წელი “ხალხი აბოლეს”, თითქოს, ჯო უილსონის პოზიცია ამერიკის პოზიცია იყო.

“ორ კვირაში ჩემ სტატიას მეცნიერების ფილოსოფიაში მსოფლიოს საუკეთესო კონფერენციაზე წარვადგენ ბრიტანეთში. ბიოლოგიის ფილოსოფიის, თერმოდინამიკის, ბიოსემიოტიკის, ევოლუციური და თეორიული ბიოლოგიის ტრანსდისციპლინური მკვლევარი ვარ. არც ქართველი ბიოსემიოტიკის და ბიოლოგიის ფილოსოფიის მკვლევარი არსებობდა ჩემამდე, არც ბრიტანეთის მეცნიერების ფილოსოფიის ქართველი წევრი, მსოფლიოშიც ძალიან ცოტა ადამიანია ვისაც იმაზე მუშაობა შეუძლია რაზეც მე ვწერ დისერტაციას, რომელსაც ყველა მნიშვნელოვან უნივერსიტეტში წაიკითხავენ აზიაშიც და ევროპაში. სხვა არავითარი აქტივიზმი არ მევალება როგორც მოქალაქეს, გარდა იმისა, რომ ვიყო პროფესიონალი და საკუთარი ქვეყანა ღირსეულად წარმოვადგინო ჩემ სფეროში. თუ მთავრობა არ მომწონს წავალ არჩევნებზე და მივცემ ხმას იმას, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი. თუ რომელიმე ჯგუფი, ვინც დისკრიმინაციას განიცდის, რასიზმს, ჰომოფობიას, კლასიზმს თუ სექსიზმს და იჩაგრება, ამას ყოველთვის დავგმობ როგორც მოქალაქე. ამის მიღმა არავითარი ვალდებულება არ მაქვს არც მე და არც არავის, რომ ჩაერთოს 2 -წლიან ისტერიულ და უმიზნო ნეო-ზვიადისტურ აქტივიზმში. მეტიც, არასერიოზულად აღგიქვამთ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების ორი წლის არაფერში გაფლანგვა შეუძლია. არაფერი დასავლური ამაში არაა, ღრმად ქართული ფენომენია.

ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციაზე ჩემი კეთილდღეობა არ იყოს დამოკიდებული. მომდევნო წლები ბაზირებული ვიქნები ჰონგ-კონგში და კონფერენციებზე ვიმოგზაურებ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურში, ინგლისში და ამერიკაში, ასევე ავსტრალიაში. სხვა ქვეყნებში მეცნიერების ფილოსოფია განვითარებული არაა, ამიტომ მათ შორის საქართველოში მუშაობა არ მაინტერესებს, მითუმეტეს არაფერს მიწყვეტს ვინ არის მანდ ხელისუფლებაში. მაგრამ აუცილებლად შეგახსენებთ ოპოზიციას ყოველ ჯერზე ფარისევლობას და ორმაგ სტანდარტს, რომ ჯერ ხალხი საციხოდ გაწირეთ მორიგი ფსევდორევოლუციის გამო, ორი წელი ეუბნებოდნენ, ამერიკა არ აღიარებს მთავრობასო. ახლა თავად საელჩოში ლეგიტიმურ მთავრობას უსმენთ, ოღონდ პრობლემა რომ ის ჰგონიათ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით მოუსმინეთ თუ ჩიზბურგერს ჭამდნენ იმ მომენტში და არა ის, რომ ორი წელი ხალხი აბოლეს, რომ ჯო უილსონის პოზიცია ამერიკის პოზიცია იყო. შარლატანები ხართ, რომელთა კარიერული განვითარების ლიმიტი აშშ-ს საელჩოში ბურგერების ჭამაა და მესმის ვერ იტყოდით უარს. არავის არ სჭირდებით არაფერში არცერთ დასავლურ და აღმოსავლურ განვითარებულ ქვეყანაში, განვითარებული ქვეყნების ბაზარი არაა მორგებული ამ ტიპის უსაქმურ “პროდასავლურ” აქტივიზმზე.” – წერს ზაზა დობორჯგინიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა