პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ჯო უილსონის მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეა დღეს განიხილავს.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი დაფუძნებულია იმ ყალბ აღქმებზე, რომლებიც 4 წელიწადზე მეტია საქართველოს შესახებ ვრცელდება. სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რეზოლუციის არსებობა მოწმობს იმ ზეწოლაზე, რაც საქართველოს მისამართით დღემდე გრძელდება:
„კვლავ აქტიურად გრძელდება საქართველოზე ზეწოლა, რათა ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა მოხდეს და ძალისმიერი მეთოდებით შეიცვალოს ხელისუფლება. ეს ყველაფერი სჭირდებათ იმისათვის, რომ ქვეყანა ჩართონ ომში, რომლის არსებობაც გარკვეული გლობალური ძალის ინტერესებში შედის“ – განაცხადა სეფაშვილმა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ გარკვეული გლობალური ძალების ინტერესებში შედის საქართველოზე ზეწოლა და ქვეყნის იმ ომში ჩართვა, რომლის არსებობაც, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ინტერესში არ შედის. „დღეს „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია ყალბი ინფორმაციით და ემყარება იმ მცდარ აღქმებს, რომლებიც საქართველოს შესახებ ბოლო 4 წელიწადზე მეტია ვრცელდება. ეს თავისთავად მოწმობს, რომ კვლავ აქტიურად გრძელდება საქართველოზე ზეწოლა, რათა ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა მოხდეს და ძალისმიერი მეთოდებით შეიცვალოს ხელისუფლება. ეს ყველაფერი სჭირდებათ იმისათვის, რომ ქვეყანა ჩართონ იმ ომში, რომლის არსებობაც გარკვეული გლობალური ძალის ინტერესებში შედის და არა ქართველი ხალხის ინტერესებში,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილი: „ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, გაჟღენთილია ყალბი ინფორმაციით. ეს თავისთავად მოწმობს, რომ საქართველოზე ზეწოლა კვლავ აქტიურად გრძელდება
Facebook Comments Box










