პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის ავტორმა აღიარა, რომ არასანდო წყაროებით ისარგებლა. მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული დეკლარაცია ემსახურება საქართველოს მტრების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის, ინტერესებს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ჰააგაში იმყოფება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს. პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე საქართველოს შესახებ.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტი ემყარება ცრუ ბრალდებებსა და არასანდო წყაროებს. სეფაშვილმა თქვა ისიც, რომ დეკლარაცია სრულად ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებაც. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯები ემსახურება საქართველოს მტრების ინტერესებს:

„ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქმნის ნოყიერ ნიადაგს რეალობის არასწორად აღქმისა და საქართველოს შესახებ მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბებისთვის. ამგვარი მიდგომით საფრთხე ექმნება თანამშრომლობასა და უსაფრთხოებას“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატმა ასამბლეის მონაწილეებს მოუწოდა, რეალობის ზუსტი ასახვით მეტი ძალისხმევა ჩაიდოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვაში. აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს შესახებ უსამართლო დეკლარაცია ორმაგი სტანდარტების ამსახველი მიდგომაა.

„ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო კოლეგებო, ნება მომეცით, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ უცნაურ ვითარებას, რომელიც საქართველოს გარშემო იქმნება. დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს დეკლარაციას, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) ანგარიშს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ — ანგარიშს, რომელიც ცალსახად დადებითი იყო. უფრო მეტიც, დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტი ეყრდნობა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს, რომელიც მხოლოდ ბრალდებებზე მიუთითებს. ამასთანავე, თავად ანგარიშის ავტორმა აღიარა, რომ არასანდო წყაროებით ისარგებლა. მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული დეკლარაცია ემსახურება საქართველოს მტრების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ინტერესებს. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქმნის ნოყიერ ნიადაგს რეალობის არასწორად აღქმისა და საქართველოს შესახებ მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბებისთვის.

დღეს, როდესაც მსოფლიო საზოგადოება შეიარაღებული კონფლიქტების მძიმე შედეგების წინაშე დგას და თითოეულ სახელმწიფოს უსაფრთხოების პრობლემებთან გამკლავება უწევს, მსგავსი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტები მხოლოდ აუარესებს გლობალურ სტაბილურობასა და მშვიდობას. ამგვარი მიდგომით საფრთხე ექმნება თანამშრომლობასა და უსაფრთხოებას. ამიტომ, ყველამ უნდა ვიფიქროთ საფრთხეების დეესკალაციაზე და მეტი ძალისხმევა მივმართოთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაცავად — საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემით, ასევე რეალობის ზუსტად ამსახველი ფაქტების სათანადო გათვალისწინებით,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა