პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებას

მინდა, ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკის მინისტრს უშუალოდ გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, რადგან ამაკლიის პოტის აშენების მიმართ მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით, – ამის შესახებ საქრათველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებას.

„მინდა, ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკის მინისტრს უშუალოდ გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მიდგომით პროექტის გაგრძელება. თქვენ იცით, რომ მანამდე იგეგმებოდა ერთ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ახლა მიდგომა შეიცვლა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით. სახელმწიფო წარმართავს ამ პროცესს და შემდეგ უკვე შეიძლება, ოპერირებაში რამდენიმე სუბიექტს გადაეცეს ის პორტი, რომელიც დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და რომელიც ასევე უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ტვირთები ანაკლიის პორტში, რაც აუცილებელია ანაკლიის პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა