განცხადება · 94 ნახვა
„უფრო რეალისტურია ახალი რეზოლუციის მიღება, რომლის შინაარსი ფაქტიურად დეზავუირებას გაუკეთებდა 39 ხმით გაჩალიჩებულ უილსონის რეზოლუციას. ეს მზაობა განსაზღვრავდა ამ სტრუქტურასთან საქართველოს თანამშრომლობის დონეს და ხარისხს“
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ სტრუქტურას, მიუხედავად პროცედურული შესაძლებლობისა, მიღებული დოკუმენტის გადახედვის პოლიტიკური მზაობა არ აქვს.
მისი შეფასებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უკვე მიღებული რეზოლუციის გაუქმება ან უკან გამოწვევა პრაქტიკულად არ შეუძლია, თუმცა პროცედურული თვალსაზრისით ეს სრულად გამორიცხული არც არის.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“რა უნდა გააკეთოს, ან რა შეუძლია გააკეთოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ ამაღლდეს, თუნდაც ოდნავ, ჯო უილსონის დონიდან. საქართველოზე უკვე მიღებული ყბადაღებული რეზოლუციის უკან გამოწვევა მას არ შეუძლია, თუმცა პროცედურულად არც ესაა შეუძლებელი ამოცანა. უფრო რეალისტურია ახალი რეზოლუციის მიღება, რომლის შინაარსი ფაქტიურად დეზავუირებას გაუკეთებდა 39 ხმით გაჩალიჩებულ უილსონის რეზოლუციას. ეს მზაობა განსაზღვრავდა ამ სტრუქტურასთან საქართველოს თანამშრომლობის დონეს და ხარისხს. არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ამის გამკეთებელი? სამწუხაროდ არა, ჩემი აზრით.” – წერს ანჯაფარიძე.
ზაალ ანჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“
- ზაალ ანჯაფარიძე„ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის. არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურსო“
- ზაალ ანჯაფარიძე„ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა“
- ზაალ ანჯაფარიძე„საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა“
