ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი3°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი5°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია1°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ13:59
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 170 ნახვა

„სანამ ზოგიერთი კვლავ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაზე საუბრობს, ქართული დელეგაცია ვაშინგტონში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს“

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ეხმიანება, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში.

დავით ქართველიშვილი პოსტს თან ურთავს ვიზიტისას გადაღებულ პროტოკოლურ სურათებს და აღნიშნავს, რომ ის, თუ რა ადგილი უკავია მაკა ბოჭორიშვილს სურათებზე [საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას], მეტყველებს იმაზე, რომ ის ფორუმის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი სტუმარია და არა, როგორც ოპონენტები აცხადებენ, „არალეგიტიმური“ ხელისუფლების წარმომადგენელი.

„ძნელია არ აღფრთოვანდე თანამედროვე პოლიტიკური ოპტიკის ამ საოცარი შერჩევითობით. როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას საერთო ფოტოს ცენტრში, პირველ რიგში ზის, მონაწილეობს სხდომებში, ხვდება კოლეგებს და ქვეყანას ათეულობით სახელმწიფოს წარმომადგენელთან ერთად წარმოადგენს – მაინც გვიხსნიან, რომ თითქოს ამ ყველაფერს „არალეგიტიმური“ ადამიანები აკეთებენ. მეტიც, მის გვერდით იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აშშ-ში საქართველოს ელჩი – მთელი დელეგაცია, რომელიც, თუ ზოგიერთი კომენტატორის ვერსიას დავუჯერებთ, პარალელურ რეალობაში არსებობს, თუკი საერთოდ არსებობს.

მართლაც საინტერესო სურათია: ვაშინგტონი მათ იწვევს, მასპინძლობს, იღებს საერთო ფოტოებს, სადაც ყველაზე თვალსაჩინო და საპატიო ადგილას აყენებს, მათთან მოლაპარაკებებს მართავს – ხოლო ზოგიერთი საგარეო თუ შიდა რადიკალი კვლავ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს ყველაფერი საერთოდ არ ხდება, მირაჟი და მოჩვენებაა. განსაკუთრებით საინტერესოა შედარება რადიკალების იმ რეაქციასთან, რომელიც საქართველოს წარმომადგენლების ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვიზიტებს მოჰყვება ხოლმე. როგორც კი ჩვენი სამთავრობო დელეგაცია ტაშკენტში, აშხაბადში ან ასტანაში ჩადის, მაშინვე ჩნდება ათობით ირონიული კომენტარი „აღმოსავლეთში გადასახლებაზე“, „იზოლაციაზე“ და სხვა გეოპოლიტიკურ საშინელებებზე. მაგრამ როდესაც იგივე მინისტრი ვაშინგტონში, ამერიკული დიპლომატიის ხელმძღვანელის გვერდით საერთაშორისო ფორუმის ცენტრში აღმოჩნდება, მოულოდნელად სრული სიჩუმე ისადგურებს.

ლოგიკა მართლაც გამაოგნებელია: თუ ქართველ მინისტრს აღმოსავლეთში იღებენ – ეს ცუდია, თუ დასავლეთში იღებენ – ეს მთლად უარესი. ამ ფონზე სიმბოლურადაც კი გამოიყურება ამ დღეებში კაია კალასის მარშრუტი, რომელიც თავის აფრიკულ ვოიაჟს მართავს – ეთიოპიასა და ჯიბუტიში. ამაში, რა თქმა უნდა, არაფერია უჩვეულო, ან მითუმეტეს, სამარცხვინო – ეს მისი საქმიანობის ნაწილია. თუმცა, კონტრასტი მაინც თვალშისაცემია: სანამ ზოგიერთი კვლავ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაზე საუბრობს, ქართული დელეგაცია ვაშინგტონში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს, ხოლო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ყველაზე მკაცრი რიტორიკის ერთ-ერთი მთავარი ავტორი – ამერიკის დედაქალაქიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით იმყოფება. რეალობას კი, ერთი არასასიამოვნო თვისება აქვს – დროდადრო ჯგუფურ ფოტოებში ჩნდება და ზედმეტად ლამაზ პოლიტიკურ კონსტრუქციებს საკმაოდ უხერხულ კითხვებს უსვამს…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ“
  2. დავით ქართველიშვილი„ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ“
  3. დავით ქართველიშვილი„საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია - და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა“
  4. დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“