ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ21 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ14:04
თამთა მეგრელიშვილი

განცხადება · 144 ნახვა

„ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის გამოიყენება თავისუფლება კი არა, ის ბნელი მეთოდია, რომელსაც ისტორიულად ძირითადად საოკუპაციო რეჟიმები იყენებდნენ“

„ნოდარ დუმბაძე გურიის სული და სიმბოლოა. მან თავისი უნიკალური ნიჭით, იუმორითა და სიკეთით გურული ხასიათი მთელ მსოფლიოს დაანახა და შეაყვარა. მისი შემოქმედება არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ქვეყანაში შენი კუთხე და ხალხი,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენებას ეხმიანება.

როგორც თამთა მეგრელიშვილი წერს, რადიკალების მხრიდან გამოყენებულია საბჭოთა რეპრესიების დროს დანერგილი მეთოდი, როცა მიზანმიმართულად ანადგურებდნენ განათლებულ ადამიანებსა და ეროვნულ მოღვაწეებს.

„ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს. ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა და მწერლის მისამართით გამოვლენილი სიძულვილი იმ ძირითადი ხაზის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად საზოგადოებისთვის ავტორიტეტების ნგრევას ისახავს. ერის ისტორიული მეხსიერების წაშლა მარტივია, როცა შლი ერის სულიერ საყრდენს და ამ უკანასკნელს საზოგადოების სინდისად აღიარებული ადამიანების გაუფასურებითა და დაკნინებით ცდილობ. ეს და სხვა მანამდე გამოვლენილი ღია განწყობები, მოხდეს მოღვაწეების დამცირება, ემსახურება ძირითად მიზანს, მოხდეს ერის ისტორიის დისკრედიტაცია და ახალ თაობაში მორალურ კულტურული საყრდენის არსებულიდან გადანაცვლება. ნოდარ დუმბაძე გურიის სული და სიმბოლოა. მან თავისი უნიკალური ნიჭით, იუმორითა და სიკეთით გურული ხასიათი მთელ მსოფლიოს დაანახა და შეაყვარა. მისი შემოქმედება არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ქვეყანაში შენი კუთხე და ხალხი. საქართველოში ცოტა ადამიანია, ვისაც დუმბაძის ერთი მოთხრობა მაინც არ აქვს წაკითხული და იქიდან მისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრების კრედოდ არ აქცია. ასე რომ, ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა ყველა ამ ქართველის შეურაცხყოფაა. ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის პოდკასტში გამოიყენება თავისუფლება კი არა, ის ბნელი მეთოდია, რომელსაც ისტორიულად ძირითადად საოკუპაციო რეჟიმები იყენებდნენ (მაგალითად, საბჭოთა რეპრესიების დროს, როდესაც ანადგურებდნენ განათლებულ ელიტას, აკნინებდნენ ეროვნულ მოღვაწეებს) და ვფიქრობ საზოგადოებისთვის ავტორიტეტების ნგრევის მიზანთან ერთად თავად ამ პოდკასტით ჩაფიქრებულ მათივე ,,თავისუფლების” მიზანს სცდება,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამთა მეგრელიშვილი„ტელეკომპანია „იმედი“ თავისი მთელი შემადგენლობით ერთი დიდი ოჯახია, სადაც დამლაგებელი ისეთივე სრულფასოვანი თანამშრომელია, როგორც ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ხელმძღვანელი“
  2. თამთა მეგრელიშვილი„პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს“
  3. თამთა მეგრელიშვილი„მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია“
  4. თამთა მეგრელიშვილი„ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება“