ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−3°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ6 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ19:05
თამთა მეგრელიშვილი

განცხადება · 100 ნახვა

„განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა და საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავებასა და საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების, დისკრედიტაციას ემსახურება“

შიდა თუ გარე ძალების მცდელობა, ქვეყანა წარმოაჩინონ არასტაბილურად და ხელი შეუშალონ ნორმალურ ეკონომიკურ თუ სოციალურ ურთიერთობებს, ემსახურება მიზანს, საქართველო აღქმული იყოს არასტაბილურ და აგრესიულ სახელმწიფოდ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს შორის ხელოვნურად გაღვივდეს დაძაბულობა, თითქოს ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტების მიმართ მტრულად არის განწყობილი – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მიუხედავად გლობალურად მწვავე პოლიტიკური ფონისა, ქვეყანაში დაცულია საერთაშორისო ვიზიტორთა უსაფრთხოების სტანდარტები და ხელოვნურად შექმნილი განწყობები ქართულ სტუმართმოყვარეობას ვერ გადაფარავს. მისივე თქმით, ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ და ყველა მიმართულებით პოლიტიკური რყევების მოლოდინში არიან, კანონის დაცვით აუცილებლად იქნებიან მხილებულნი.

„ტურიზმი ქვეყნის განვითარების ძლიერი ძრავია. ის ზრდის ეკონომიკას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ავითარებს რეგიონებს და ქვეყნის კულტურას მსოფლიოს აცნობს. საქართველოში ტურიზმი აქტიურად ვითარდება და ქვეყანა რეგიონში მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად ყალიბდება. იზრდება როგორც საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი, ისე ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 2025 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან რეკორდული — დაახლოებით 4.6–4.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში (იანვარი–ივნისი) შემოსავლებმა 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. წლის ბოლოსთვის პროგნოზი 4.9 მილიარდ დოლარს აღწევს. ასეთი განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა და საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავებასა და საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების, დისკრედიტაციას ემსახურება.

საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ძალები სწორედ ამ ნარატივით ცდილობენ არარსებული დაძაბულობის ხელოვნურად შექმნასა და წარმოჩენას, ასევე ქვეყნის იმიჯის დაზიანებას. სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე გავრცელდა დეზინფორმაცია. კერძოდ, საუბარი იყო, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ ან მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ. მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია მოგვიანებით, დროის კონკრეტული ინტერვალით, კოორდინირებულად გავრცელდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინმედიასაშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო, რათა დადგინდეს დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მონაწილეები, დაფინანსების შესაძლო წყაროები, ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები და მისი მიზნები. შიდა თუ გარე ძალების მცდელობა, ქვეყანა წარმოაჩინონ არასტაბილურად და ხელი შეუშალონ ნორმალურ ეკონომიკურ თუ სოციალურ ურთიერთობებს, ემსახურება მიზანს, საქართველო აღქმული იყოს არასტაბილურ და აგრესიულ სახელმწიფოდ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს შორის ხელოვნურად გაღვივდეს დაძაბულობა, თითქოს ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტების მიმართ მტრულად არის განწყობილი. მიუხედავად გლობალურად მწვავე პოლიტიკური ფონისა, ქვეყანაში დაცულია საერთაშორისო ვიზიტორთა უსაფრთხოების სტანდარტები და ხელოვნურად შექმნილი განწყობები ქართულ სტუმართმოყვარეობას ვერ გადაფარავს. ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ და ყველა მიმართულებით პოლიტიკური რყევების მოლოდინში არიან, კანონის დაცვით აუცილებლად იქნებიან მხილებულნი და მოხდება სათანადო რეაგირებაც.“ – წერს მეგრელიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამთა მეგრელიშვილი„ტელეკომპანია „იმედი“ თავისი მთელი შემადგენლობით ერთი დიდი ოჯახია, სადაც დამლაგებელი ისეთივე სრულფასოვანი თანამშრომელია, როგორც ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ხელმძღვანელი“
  2. თამთა მეგრელიშვილი„პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს“
  3. თამთა მეგრელიშვილი„მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია“
  4. თამთა მეგრელიშვილი„ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება“