ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია−3°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲡᲮᲕᲐ17 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ11:34
თამთა მეგრელიშვილი

განცხადება · 173 ნახვა

„ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ეროვნული ინტერესების ხარჯზე გაკეთებული კომპრომისი გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია არ არის.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა, საშიში პრეცედენტია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ტერიტორიული მთლიანობის იდეა თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი, ეს არის ეროვნული ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენის უალტერნატივო მიზანი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ისტორიული მეხსიერების დაცვა საქართველოს ეროვნული იდენტობის ფუნდამენტური ნაწილი და ის ღირებულებითი ღერძია, რომლის ირგვლივაც თაობები ერთიანდებიან. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზები და აფხაზეთის რეგიონთან ურთიერთობის ფორმატები საქართველოს პოლიტიკურ დისკუსიაში განსხვავებული სტრატეგიული პოზიციებიდან ფასდება. ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის „ტვირთად“, შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა, საშიში პრეცედენტია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს მიდგომა მოქალაქეებში იმედგაცრუების, ნიჰილიზმისა და სახელმწიფოს მიმართ ნდობის დაკარგვის გარდა, აგრესიის ლეგიტიმაციას ემსახურება, რომელიც შემდგომი ექსპანსიისკენ კიდევ ერთი გზაა.

აგრესორისთვის ტერიტორიის დათმობა არ აჩერებს კონფლიქტს და მეტიც, როცა სახელმწიფო თავად ამბობს უარს საკუთარი ტერიტორიების დაცვაზე ან მათ დაბრუნებაზე, საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს აღარ რჩებათ სამართლებრივი საფუძველი, მხარი დაუჭირონ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკას. ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი რომელიც აუცილებლად აფეთქდება. ეროვნული ინტერესების ხარჯზე გაკეთებული კომპრომისი გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია არ არის და ვერც იქნება. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველზე. არაღიარების პოლიტიკა და პარტნიორების მხარდაჭერა რჩება უცვლელ პრიორიტეტად. ისტორიული ტკივილი, დევნილთა უფლებები და დაღუპული გმირების ხსოვნა ქმნის მყარ კულტურულ და მორალურ ბარიერს, რომელიც გამორიცხავს საზოგადოების მხრიდან ოკუპაციასთან შეგუებას ან ტერიტორიების „ტვირთად“ აღქმას, შესაბამისად ოპოზიციის გზავნილი, კომპრომისი სუვერენიტეტის ხარჯზე, მიუღებელია და კეთილი ინებეთ და ანგარიში გაუწიეთ ისტორიულ წარსულსა და ხალხის ურყევ ნებას!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამთა მეგრელიშვილი„ტელეკომპანია „იმედი“ თავისი მთელი შემადგენლობით ერთი დიდი ოჯახია, სადაც დამლაგებელი ისეთივე სრულფასოვანი თანამშრომელია, როგორც ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ხელმძღვანელი“
  2. თამთა მეგრელიშვილი„პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს“
  3. თამთა მეგრელიშვილი„მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია“
  4. თამთა მეგრელიშვილი„ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება“