განცხადება · 175 ნახვა
„ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის „ტვირთად“, შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა, საშიში პრეცედენტია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“
ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი რომელიც აუცილებლად აფეთქდება, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოცილურ ქსელში.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ხოლო, კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველზე.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ტერიტორიული მთლიანობის იდეა თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი, ეს არის ეროვნული ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენის უალტერნატივო მიზანი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ისტორიული მეხსიერების დაცვა საქართველოს ეროვნული იდენტობის ფუნდამენტური ნაწილი და ის ღირებულებითი ღერძია რომლის ირგვლივაც თაობები ერთიანდებიან. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზები და აფხაზეთის რეგიონთან ურთიერთობის ფორმატები საქართველოს პოლიტიკურ დისკუსიაში განსხვავებული სტრატეგიული პოზიციებიდან ფასდება.
ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის „ტვირთად“, შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა საშიში პრეცედენტია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს მოდგომა მოქალაქეებში იმედგაცრუების, ნიჰილიზმისა და სახელმწიფოს მიმართ ნდობის დაკარგვის გარდა აგრესიის ლეგიტიმაციას ემსახურება რომელიც შემდგომი ექსპანსიისკენ კიდევ ერთი გზაა. აგრესორისთვის ტერიტორიის დათმობა არ აჩერებს კონფლიქტს და მეტიც, როცა სახელმწიფო თავად ამბობს უარს საკუთარი ტერიტორიების დაცვაზე ან მათ დაბრუნებაზე, საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს აღარ რჩებათ სამართლებრივი საფუძველი, მხარი დაუჭირონ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკას. ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი რომელიც აუცილებლად აფეთქდება. ეროვნული ინტერესების ხარჯზე გაკეთებული კომპრომისი გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია არ არის და ვერც იქნება. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველზე. არაღიარების პოლიტიკა და პარტნიორების მხარდაჭერა რჩება უცვლელ პრიორიტეტად. ისტორიული ტკივილი, დევნილთა უფლებები და დაღუპული გმირების ხსოვნა ქმნის მყარ კულტურულ და მორალურ ბარიერს, რომელიც გამორიცხავს საზოგადოების მხრიდან ოკუპაციასთან შეგუებას ან ტერიტორიების „ტვირთად“ აღქმას, შესაბამისად ოპოზიციის გზავნილი -კომპრომისი სუვერენიტეტის ხარჯზე! მიუღებელია და კეთილი ინებეთ და ანგარიში გაუწიეთ ისტორიულ წარსულსა და ხალხის ურყევ ნებას!“ – წერს მეგრელიშვილი.
თამთა მეგრელიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თამთა მეგრელიშვილი„ტელეკომპანია „იმედი“ თავისი მთელი შემადგენლობით ერთი დიდი ოჯახია, სადაც დამლაგებელი ისეთივე სრულფასოვანი თანამშრომელია, როგორც ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ხელმძღვანელი“
- თამთა მეგრელიშვილი„პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს“
- თამთა მეგრელიშვილი„მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია“
- თამთა მეგრელიშვილი„ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება“
