პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე რადიკალ აქტივისტ ახობაძეზე: ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას ოვაციებით შევხვდეთ – შესაძლოა, შენი ქვეყანა და ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო?

x

არავის ვუსურვებ ასეთ „სამოქალაქო საზოგადოებას“, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტ გიორგი ახობაძის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ ,,უკრაინული ჩიტები” როდესაც ქართულ ნავთობტერმინალებზე მოფრინდებიან, საზოგადოება ამას ტაშით და სიხარულით უნდა შეხვდეს.

ჩიხელიძის შეფასებით, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ასეთი ზიზღი სცდება პოლიტიკურ განსხვავებულობას.

,,ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას, ტაშითა და ოვაციებით შევხვდეთ… შესაძლოა, შენი ქვეყანა და შენი ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო? საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის მიმართ ასეთი ზიზღი სცდება პოლიტიკურ განსხვავებულობას, შეიძლება ხელისუფლება არ მოგწონდეს, შეიძლება პოლიტიკური პოზიცია რადიკალურად განსხვავებული გქონდეს, მაგრამ ქართველების დაღუპვა ტრაგედიაა და არა სანახაობა, რომელსაც ტაშით უნდა შეხვდე. როცა ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური მიზნისთვის იყენებ და სხვის სიკვდილში სიხარულს ხედავ, ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება,” – წერს დავით ჩიხელიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს – ჩვენი მიზანია და საზოგადოების დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.