პოლიტიკა

იაგო ხვიჩია გიგა ლემონჯავას განცხადებაზე: გვარამიას ქვეშევრდომებმა სჯობს, დასვან კითხვა, საიდან ის 40 მილიონი, რითაც ისინი ფინანსდებოდნენ- სანამ სხვისი ფულის აღებაზე, ან სატელიტობაზე ილაპარაკებენ, როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო, ასე არ უნდა ილაპარაკონ ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე

როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ, ასე არ უნდა ილაპარაკონ ჩემი აზრით ვინმეს მოსყიდვასა, თუ ფულის აღებაზე, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „იმედინიუსთან“ გიგა ლემონჯავას განცხადებას. ხვიჩია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას, რომ „ხვიჩიას პარტია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სატელიტია“, აბსურდს უწოდებს.

„რა უნდა ვთქვა ამ აბსურდზე, მაგრამ გვარამიას ქვეშევრდომებმა სჯობს, დასვან კითხვა, საიდან ის 40 მილიონი, რითაც ისინი ფინანსდებოდნენ და შეიძლება, დღემდე ფინანსდებიან. თან ამაზე მარტო ჩვენ არ ვლაპარაკობთ, აგერ მიხეილ სააკაშვილსაც აქვს ეს პრეტენზია. სანამ სხვისი ფულის აღებაზე, ან სატელიტობაზე ილაპარაკებენ, როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო, ასე არ უნდა ილაპარაკონ, ჩემი აზრით, ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს – ჩვენი მიზანია და საზოგადოების დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.