პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: მგონი ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს – ამ წერილიდან გამოდის, რომ მდინარაძეზე გულმხურვალე მხარდამჭერი ღარიბაშვილს არ ჰყოლია, მდინარაძეს ადვოკატობა დაუწყია და მისი პირველივე საზრუნავი და დასაცავი პირი ღარიბაშვილი ყოფილა – რას ერჩის მაშინ, რატომ ჩაუშვა?

მგონი ჩვენ კი არა, ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს. მოდი, დავიჯეროთ რომ მდინარაძემ მიწერა ღარიბაშვილს წერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა წავიკითხოთ, რა წერია წერილში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული წერილის მიხედვით, მდინარაძე მისი გულმხურვალე მხარდამჭერი გამოდის, შესაბამისად, წერილის შინაარსის გათვალისწინებით, სამხარაძისთვის გაუგებარია, რით არის უკმაყოფილო ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

“მგონი ჩვენ კი არა, ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს. მოდი, დავიჯეროთ რომ მდინარაძემ მიწერა ღარიბაშვილს წერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა წავიკითხოთ, რა წერია წერილში: დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილსნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შემდეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედებების ორი ვარიანტი: 1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) — ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარება, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო”. ამ წერილიდან გამოდის, რომ მდინარაძეზე გულმხურვალე მხარდამჭერი ღარიბაშვილს არ ჰყოლია, რადგან წერილის ავტორი საუბრობს ისეთი ფრაზებით, როგორიცაა “მაგრად დაგვაზიანეს; ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი;” და ღარიბაშვილს მოქმედების პირველ ვარიანტად სთავაზობს: “ვიდაოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ” და მეორე ვარიანტად განიხილავს დანებებას და ახალი ბრალის აღიარებას. მამუკა მდინარაძე თავის ძველ პროფესიას დაბრუნებია, ადვოკატობა დაუწყია და მისი პირველივე საზრუნავი და დასაცავი პირი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილა. რას ერჩის მაშინ, რატომ ჩაუშვა? ასეთი სიგიჟე მართლა არ გამიგია,” – წერს სამხარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს – ჩვენი მიზანია და საზოგადოების დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.