ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი4°C
  • გორი4°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ1 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ09:57
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 115 ნახვა

„IRI ობიექტურია მანამ, სანამ მისი ციფრები რადიკალებისთვის სასურველ პოლიტიკურ სურათს ადასტურებს – როგორც კი სურათი იცვლება, მოულოდნელად იცვლება თავად IRI-ის რეპუტაციაც“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI-ის კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ თუ დღევანდელი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ IRI მანიპულირებს ან დეზინფორმაციას ავრცელებს, საინტერესოა, რას ფიქრობენ IRI-ის წინა კვლევებზე, რომლებსაც თავად ოპოზიცია ეყრდნობოდა?

„ამ მოვლენის გასაანალიზებლად, რადიკალების ქცევაზე 36-საათიანი მონიტორინგის დაწესება იყო საჭირო. ახლა კი „ხსნილია“. აქ განსაკუთრებით საყურადღებო თავად IRI-ის შედეგი კი არ არის, არამედ ის სისწრაფე, რომლითაც შეიცვალა დამოკიდებულება ამ ორგანიზაციის მიმართ. წლების განმავლობაში International Republican Institute-ის კვლევები ქართული რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური არგუმენტაციის მოსახერხებელ ინსტრუმენტს წარმოადგენდა: IRI-ის ციფრებს აქტიურად ციტირებდნენ მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლების მხარდაჭერის შემცირებაზე, ნდობის კრიზისზე ან ოპოზიციის მიმართ საზოგადოების მაღალი მოლოდინების შესახებ საუბრის საშუალებას იძლეოდა. ახლა კი თითქმის საპირისპირო სურათი მივიღეთ: როგორც კი გამოქვეყნებული მაჩვენებლები მათთვის არასასურველი აღმოჩნდა, ეჭვქვეშ დადგა არა მხოლოდ ცალკეული მონაცემები, არამედ თავად ამ კვლევითი ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაც. ვიღებთ საკმაოდ საინტერესო მოცემულობას: IRI ობიექტურია მანამ, სანამ მისი ციფრები რადიკალებისთვის სასურველ პოლიტიკურ სურათს ადასტურებს, როგორც კი სურათი იცვლება, მოულოდნელად იცვლება თავად IRI-ის რეპუტაციაც. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს იმიტომ ჩანს, რომ საქმე არ ეხება შემთხვევით აღმოცენებულ სოციოლოგიურ პროექტს, არამედ ორგანიზაციას, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ დისკურსში სწორედ იმ წყაროს როლში არსებობდა, რომლის მონაცემებსაც ოპოზიციის წარმომადგენლები და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური კომენტატორები ეყრდნობოდნენ. ამიტომ დღევანდელი რეაქცია უფრო ჰგავს არა კონკრეტულ ციფრებთან დავას, არამედ იმ ინსტრუმენტის მიმართ ნდობის კრიზისს, რომელიც ადრე სწორედ იმიტომ მიიჩნეოდა სანდოდ, რომ დამოუკიდებლად აღიქმებოდა.

თუ კვლევას მართლაც მეთოდოლოგიური ხარვეზები აქვს, მაშინ სრულიად ნორმალურია შესაბამისი პრეტენზიების წაყენება: შერჩევა, კითხვების ფორმულირება, საველე სამუშაოები, კვლევის ჩატარების თარიღები, სტატისტიკური ცდომილება, მონაცემთა დათვლის მეთოდი. მაგრამ ასეთმა პრეტენზიებმა თანაბრად უნდა იმუშაოს იმის მიუხედავად, ვისთვის არის შედეგი ხელსაყრელი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე უკვე სოციოლოგიურ კვლევაზე მეცნიერულ დისკუსიასთან კი არა, პოლიტიკურ პრინციპთან გვაქვს: „სწორი კვლევა ის არის, რომელიც ჩვენთვის სასურველ შედეგს ასახავს“. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. თუ დღევანდელი ოპოზიცია ნამდვილად მიიჩნევს, რომ IRI იტყუება, მანიპულირებს ან დეზინფორმაციას ავრცელებს, სრულიად ბუნებრივი კითხვა ჩნდება: მაშინ რა ვუყოთ IRI-ის წინა კვლევებს, რომლებსაც თავად ოპოზიცია ეყრდნობოდა? შეუძლებელია ერთი და იგივე წყარო გუშინ ობიექტურობის ეტალონად მიიჩნიო, დღეს კი დეზინფორმაციის ინსტრუმენტად გამოაცხადო მხოლოდ იმიტომ, რომ რეიტინგის რომელიღაც ციფრი შეიცვალა. ეს უკვე IRI-ის პრობლემა აღარ არის – ეს სოციოლოგიური მონაცემების პოლიტიკური მოხმარების კულტურის პრობლემაა. საბოლოოდ, დღევანდელი დაპირისპირება კვლევის გარშემო გაცილებით ფართო ისტორიად იქცევა: ოპოზიცია შესაძლოა უკვე თავად რეალობას ედავებოდეს და არა იმ რეიტინგებს, რომლებმაც ეს რეალობა მისთვის აჩვენა. ხოლო როდესაც პოლიტიკური ძალა სარკეს ყოველ ჯერზე მატყუარას უწოდებს, როცა მასში საკუთარი ანარეკლი არ მოსწონს, საკითხი თანდათან სარკის ხარისხიდან იმაზე გადადის, თუ რატომ გახდა ეს ანარეკლი ასეთი არასასიამოვნო. რუსებს აქვთ გენიალური ანდაზა: „неча на зеркало пенять – коль рожа крива…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ“
  2. დავით ქართველიშვილი„ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ“
  3. დავით ქართველიშვილი„საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია - და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა“
  4. დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“