პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: როდესაც ირაკლი კუპრაძე და „ლელოს“ წარმომადგენლები ეკონომიკურ მდგომარეობასა და ხალხზე ზრუნვაზე საუბრობენ, საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ ვინ დგას ამ პარტიის უკან და რა წარსული აკავშირებთ მათ საქართველოს მოქალაქეებთან

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, „ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მისამართით გაჟღერებული ბრალდებები რეალობას აბსოლუტურად აცდენილია და მხოლოდ იაფფასიან პოლიტიკურ პოპულიზმს ემსახურება.

ანალიტიკოსის თქმით, „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სწორედ ის ადამიანია, რომლის საბანკო საქმიანობამაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ათიათასობით საქართველოს მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, ათასობით ოჯახი სწორედ მისი ბანკის ვალებისა და კაბალური პირობების გამო დარჩა ღია ცის ქვეშ, სახლ-კარის გარეშე.

სადღობელაშვილის შეფასებით, საზოგადოება მშვენივრად ასხვავებს ერთმანეთისგან რეალურ ქველმოქმედებასა და ქვეყნის მშენებლობას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც საკუთარი ქონება ხალხის გაღარიბებისა და უსახლკაროდ დატოვების ხარჯზე დააგროვეს.

„ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მისამართით გაჟღერებული ბრალდებები რეალობას აბსოლუტურად აცდენილია და მხოლოდ იაფფასიან პოლიტიკურ პოპულიზმს ემსახურება. როდესაც ირაკლი კუპრაძე და „ლელოს“ წარმომადგენლები ეკონომიკურ მდგომარეობასა და ხალხზე ზრუნვაზე საუბრობენ, საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ ვინ დგას ამ პარტიის უკან და რა წარსული აკავშირებთ მათ საქართველოს მოქალაქეებთან.
„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სწორედ ის ადამიანია, რომლის საბანკო საქმიანობამაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ათიათასობით საქართველოს მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ათასობით ოჯახი სწორედ მისი ბანკის ვალებისა და კაბალური პირობების გამო დარჩა ღია ცის ქვეშ, სახლ-კარის გარეშე. ხალხის გაკოტრებისა და უსახლკაროდ დატოვების ხარჯზე გამდიდრებული მილიონერები დღეს მორალისტის როლში გამოდიან და ცდილობენ, საზოგადოებას თავი ხალხის ინტერესების დამცველად წარუდგინონ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს — მისი მოღვაწეობა, განსხვავებით ოპონენტებისგან, გამყარებულია კონკრეტული საქმეებითა და ქველმოქმედებით.
საზოგადოება მშვენივრად ასხვავებს ერთმანეთისგან რეალურ ქველმოქმედებასა და ქვეყნის მშენებლობას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც საკუთარი ქონება ხალხის გაღარიბებისა და უსახლკაროდ დატოვების ხარჯზე დააგროვეს.“ – ლადო სადღობელაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების მიერ 1 ოქტომბერს აქციების დაანონსება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.