პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში – ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში – საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება, ამომრჩეველს ტრადიციულად მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან

როგორც ცნობილია, დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში – ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში – წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება. ამომრჩეველი აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, “ქართული ოცნების” გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ამომრჩეველს მაქსიმალური აქტივობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შვიდივე უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

“უბნები გახსნილია ახმეტაში – სოფელ კასრისწყალში, დმანისში- სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორის, წალკაში, სოფლებში – იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში – სოფელ ფერეთაში. დილიდან ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის, ოთხი წალკაში. წალკის სამ და ვანის ერთ საარჩევნო უბანზე, კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ უბნებზე – ტრადიციული მეთოდით.
17:00 საათის მონაცემებით, ახმეტაში ამორჩევლის 39%-მა მიიღო მონაწილეობა; დმანისში – 50%-მა; წალკაში – 37%-მა; ხოლო, ვანში – 57%-მა.
საარჩევნო უბნები დაიხურება 20:00 საათზე. ამომრჩეველს ტრადიციულად მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან. შვიდივე უბანზე საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში,” – განაცხადა კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს – ჩვენი მიზანია და საზოგადოების დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.