განცხადება · 170 ნახვა
„საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები არის აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი მიღება და გათვალისწინება არ და ვერ მოხდება“
„ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. სინამდვილეში, ასე არ არის და ყველა მსგავს რეზოლუციას აქვს თავისი უარყოფითი ეფექტი, რადგან, საბოლოო ჯამში, ისინი გავლენას ახდენს იმ პოლიტიკაზე, რაც საქართველოს მიმართ ხორციელდება და აყალიბებს იმ არასწორ აღქმებს, თუ რა ხდება ჩვენს სამშობლოში,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით ევრობიუროკრატების მხრიდან უსამართლო და ხშირად მტრულმა პოლიტიკამ, შედეგად მოიტანა ის, რომ ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად დაეცა ნდობა როგორც ევრობიუროკრატიის, ისე საქართველოში მათ მიერვე მხარდაჭერილი პარტიებისა თუ ენჯეოების მიმართ.
„ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. სინამდვილეში, ასე არ არის და ყველა მსგავს რეზოლუციას აქვს თავისი უარყოფითი ეფექტი, რადგან, საბოლოო ჯამში, ისინი გავლენას ახდენს იმ პოლიტიკაზე, რაც საქართველოს მიმართ ხორციელდება და აყალიბებს იმ არასწორ აღქმებს, თუ რა ხდება ჩვენს სამშობლოში. მეორე მხრივ, ეს რეზოლუციები, როგორც წესი, არის აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი მიღება და გათვალისწინება არ და ვერ მოხდება. ბუნებრივია, ვისურვებდით, რომ ევრობიუროკრატებს უფრო სამართლიანი და პატიოსანი დამოკიდებულება ჰქონდეთ საქართველოს მიმართ, მაგრამ, მეორე მხრივ, მათი მხრიდან ასეთმა უსამართლო და ხშირად მტრულმა პოლიტიკამ მათი მოლოდინების სრულიად საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო.
ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად დაეცა ნდობა როგორც ევრობიუროკრატიის, ისე საქართველოში მათ მიერ მხარდაჭერილი პარტიებისა თუ ენჯეოების მიმართ, რადგან ხალხი კარგად ხედავს, სად არის სიმართლე და სად – ტყუილი, სად არის სამართლიანობა და სად – უსამართლობა, და, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს. საზოგადოების სწორად ინფორმირების საქმეში ჩვენმა პარტიამ, „ხალხის ძალამ“, მართლაც ყინულმჭრელის როლი შევასრულეთ და ლომის წვლილი მიგვიძღვის იმაში, რომ ჩვენს სამშობლოს უდიდესი საფრთხე ავაცილეთ თავიდან. ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობებს, რასაც თავდაუზოგავად ცდილობდნენ ჩვენი ე.წ. უცხოელი „მეგობრები“ და მათი ადგილობრივი აგენტურა რადიკალური ოპოზიციის, არანაკლებ რადიკალური ენჯეოებისა და ე.წ. ექსპერტების სახით. როდესაც ჩვენ ამ საფრთხეზე ღიად დავიწყეთ ლაპარაკი, არ ვიყავით დარწმუნებული, რამდენად დაიჯერებდა ხალხი ამ სიმართლეს. მაგრამ მოხდა საოცრება – პოლიტიკურ სპექტრს გაცილებით უფრო გაუჭირდა ამ სიმართლის მიღება, ვიდრე ქართველ ხალხს. საზოგადოება ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ საფრთხე კარს იყო მომდგარი და, როდესაც რეალური ინფორმაცია მიიღო, შესაბამისი დასკვნები გააკეთა. სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს ხალხი გადაწყვეტილებებს ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და არა ევრორეზოლუციების ან ევრობიუროკრატების განცხადებების გავლენით,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“
- სოზარ სუბარი„ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები“
- სოზარ სუბარი„ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული“
- სოზარ სუბარი„2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია“
