ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი9°C
  • გორი4°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−2°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ21:34
შაკო კუჭაშვილი

განცხადება · 125 ნახვა

„პოსტებზე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის“

ნინო ჟიჟილაშვილი, ეს სახელი და გვარი, ეს პერსონა, გვახსენებს ეგზისტენციალურ საფრთხეს საქართველოს მომავლისთვის, – წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, რომელიც “ფორმულას” ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის მიერ “იმედისა” და “პოს ტვ”-ის ჟურნალისტების მისამართით გაკეთებულ არაკორექტულ განცხადებებს ეხმიანება.

მისი თქმით, პოსტებზე ასევე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ. კუჭაშვილს მიაჩნია, რომ ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის.

“ასეთი ადამიანები ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას, კითხულობენ ლექციებს და ურთიერთობა აქვთ ახალგაზრდებთან. სწორედ ამიტომ, ეს საკითხი მხოლოდ ერთი ადამიანის არაკორექტულ განცხადებას არ ეხება. იმ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და მმართველ რგოლთან (აკადემიურ საბჭოსთან ) არის განსახილველი ამ ადამიანის, რბილად რომ ვთქვათ, დისციპლინური პრობლემები.
პოსტებზე ასევე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ, რომ მთავარი გამოცდა ახლა პარლამენტის წინ არის და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის,” – წერს შაკო კუჭაშვილი.

შაკო კუჭაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. შაკო კუჭაშვილი„სასაცილოა ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვაზე საუბარი იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგებოდნენ და მათ დამცველ ხელისუფლებასაც“
  2. შაკო კუჭაშვილი„საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!“
  3. შაკო კუჭაშვილი„DJ კორძისთვის ფულის გადახდითა და მისი „სიფათის“ გატრენდებით, ხომ არ ხდება კომპანია მოსახლეობაში პოლიტიკური შუღლის გაღვივების თანამონაწილე? ნანუკა ჟორჟოლიანისა და ბაია პატარაიას მხრიდან ამ რეკლამის ასეთი აქტიური „საფორთი“ ამ მიმართულებით ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს“
  4. შაკო კუჭაშვილი„ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა. რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ “ნაცებმა” და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა პრობლემა – ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ უმადურობაა“