პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც საკუთარი ხელისუფლებისგან, ასევე საერთაშორისო აქტორებისგან

ჩვენ მივყვებით ჩვენ კონსტიტუციურ პროცედურას, ჩვენ მივყვებით ჩვენ კანონმდებლობას და არავის აქვს უფლება ჩვენი კონსტიტუციის მექანიზმების სწავლება დაგვიწყოს ჩვენ, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ სამოქმედო სივრცე თავად არ დაიტოვა მას შემდეგ, რაც უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. 

როგორც შარმანაშვილმა განმარტა, საერთაშორისო საზოგადოებას მიმდინარე განხილვაში ჩარევა შეუძლია მაშინ, თუ დაინახავენ რომ უსამართლო სასამართლოს პირობებში რჩება რომელიმე პოლიტიკური აქტორი, თუმცა, მისივე განცხადებით, იმას, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი, ყველა დაინახავს. 

„მე მხარული ვიქნებოდი, რომ ეს სივრცე თვითონ დაეტოვებინათ ამ ოპოზიციას თავიანს თავისთვის. იმიტომ, რომ როდესაც შენ მოგცა ხალხმა მანდატი და 61 მანდატი არ აითვისე, არ დაჯექი პარლამენტში და შენივე ამომრჩევლის ნების შესრულება არ დაიწყე, როდესაც არ მიიღე მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, მათმა დიდმა უმრავლესობამ არ მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივ პოლიტიკაზე საერთოდ უარი თქვით, იგივე შენი პარტიული ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზე ფუნქციონირებენ უსაქმოდ დატოვე და შენ თვითონ თქვი ამ საქმიანობაზე უარი, ახლა მე აქეთ მომიწოდა რაღაცისკენ  ცოტა არ არის რბილად რომ ვთქვათ, სამართლიანი.

ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას ჩაერიოს და მიგვითითოს, თუ დაინახავენ, რომ უსამართლო სასამართლოს პირობებში დავტოვებთ ვინმეს. ეს სასამართლო იქნება სამართლიანი, ყველა მხარეს მიეცემა საშუალება თავისი აზრის გამოთქმისა და თავისი პოზიციების დაცვისა და ამას ყველა დაინახავს, მთელი მსოფლიო.

ხოლო ახლა როგორი იქნება გადაწყვეტილება, ამაში ჩარევა არც ჩვენ, ხელისუფლებას შეგვიძლია, და მით უმეტეს არ შეუძლიათ იმ უცხოელ ე.წ. დაუძინებელ მეგობრებს. ამიტომ შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც საკუთარი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან, ასევე მით უმეტეს საერთაშორისო აქტორებისგან,“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც საკუთარი ხელისუფლებისგან, ასევე საერთაშორისო აქტორებისგან

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით მაღალია, დადგა დრო 1 200 000 ადამიანის დაკვეთა შევასრულოთ, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით, რომ თუ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.