პოლიტიკა

გია აბაშიძე ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, თვითონ მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა უბრალოდ არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი და ხმამაღალი განცხადებები ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვის პარალელურად, ოპოზიციის მხარდამჭერთა აქციაზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მედიაში გაკეთებული ხმამაღალი განცხადებები რეალურ მხარდაჭერაში არ აისახება.

ანალიტიკოსის აზრით, როდესაც საქმე რეალურ მოქმედებასა და მხარდაჭერის დემონსტრირებაზე მიდგება, ირკვევა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც უჭირთ.

„ქუდზე კაცი“, „ათიათასობით ქომაგი“ და „ბრძოლა ბოლომდე“ — ნაცნობი ნარატივია, არა?
მაგრამ დადგა მომენტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი წყდება. უყურებ კადრებს და რეალობა სულ სხვაა: შენობასთან მხოლოდ თითო-ოროლა აქტივისტი დგას და გაოცებული იყურება აქეთ-იქით — „სად არის ჩვენი ზღვა ხალხი?“
საინტერესო ფენომენია: როგორც ჩანს, თვითონ მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა უბრალოდ არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი და ხმამაღალი განცხადებები ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათ,“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ახლა საფრანგეთი იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში, არავინ უნდა ჩაერიოს და რატომ იყო ეს მიუღებელი საქართველოში, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით?

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია – ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში გაიდგა. საკონსტიტუციო სასამართლო კი არის შანსი, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხოს ეს ლაქა და საბოლოო განაჩენი გამოუტანოს მოძალადე რეჟიმსა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.