განცხადება · 184 ნახვა
„დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება“
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის, დომენტი ჩუბინიძის დაკავება საბოტაჟისა და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით – ეს არ არის უბრალოდ მორიგი ხმაურიანი ეპიზოდი პრესისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ქრონიკაში. ეს იმ პროცესის კანონზომიერი და მკაცრი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა ცნობიერად ამბობს უარს ინფორმირების ფუნქციაზე და იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე. როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება, ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სუვერენიტეტის პირდაპირ შელახვას შორის ქრება, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, პარტიული მშენებლობისა და ღია პოლიტიკური ბრძოლის ტოქსიკური მედიადივერსიით ჩანაცვლების მცდელობა ჟურნალისტს ართმევს მის პროფესიულ იმუნიტეტს და ჩუბინიძის დაპატიმრებაც ხაზს უსვამს ფუნდამენტურ სისტემურ გაკვეთილს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ სიტყვის თავისუფლება არ არის იურიდიული ფარი პოლიტიკური დივერსიისთვის
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ევროპის უახლესი ისტორია მოწმობს, რომ მსგავსი ტრანსფორმაციები გარდაუვლად ერთნაირად მთავრდება – იდეოლოგიისა და დროშის მიუხედავად. 21-ე საუკუნის ყველაზე თვალსაჩინო პრეცედენტი გახდა ცნობილი „ტარნაკის საქმე“ საფრანგეთში, სადაც ფილოსოფოსმა და რადიკალური ჟურნალის Tiqquნ-ის რედაქტორმა ჟიულიენ კუპამ გადაკვეთა ზღვარი თეორიასა და მოქმედებას შორის. მისი გარემოცვის მიერ გამოქვეყნებული მანიფესტი „მომავალი აჯანყება“ ფრანგულმა სპეცსამსახურებმა შეაფასეს არა როგორც ოპოზიციური პუბლიცისტიკა, არამედ როგორც პირდაპირი ინსტრუქცია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის დემონტაჟისთვის, რასაც მოჰყვა ათწლიანი სასამართლო პროცესი ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების მუხლებით.
ფრანგულმა გამოცდილებამ დაამტკიცა: როდესაც რედაქცია იწყებს ფუნქციონირებას, როგორც არალეგალური ან ჰიბრიდული პოლიტიკური სტრუქტურის საბრძოლო ფრთა, როდესაც მისი დეზინფორმაციული ნარატივები ირიბად თუ პირდაპირ მოუწოდებენ მასებს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ – უსაფრთხოების სამსახური აუცილებლად პასუხობს მსგავს საქმიანობის კვალიფიკაციით სახელმწიფო ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით. სასამართლო ვერდიქტის გამოტანამდე, ჩვენ რა თქმა უნდა პატივს ვცემთ უდანაშაულობის პრეზუმპციას, თუმცა ჩუბინიძის შემთხვევა საქართველოში აბსოლუტურად ანალოგიური ლოგიკით ვითარდება.
პარტიული მშენებლობისა და ღია პოლიტიკური ბრძოლის ტოქსიკური მედიადივერსიით ჩანაცვლების მცდელობა ჟურნალისტს ართმევს მის პროფესიულ იმუნიტეტს. იმ მომენტში, როდესაც ტექსტი დესტაბილიზაციის ოპერატიულ ინსტრუმენტად იქცევა, სახელმწიფო მის ავტორში თავისუფალი პრესის სუბიექტის დანახვას წყვეტს.
კუპას პრეცედენტი საფრანგეთშიც და ჩუბინიძის დღევანდელი დაპატიმრებაც ხაზს უსვამს ფუნდამენტურ სისტემურ გაკვეთილს. სიტყვის თავისუფლება არ არის იურიდიული ფარი პოლიტიკური დივერსიისთვის. თუ ბეჭდვითი ან ციფრული გამოცემა ტრანსფორმირდება პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც მასებში დესტრუქციულ და ანტისახელმწიფოებრივ დღის წესრიგს ატარებს, იგი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მასთან დიალოგი წარიმართება არა ჟურნალისტური დისკუსიის ჩარჩოებში, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის ენაზე,” – წერს ქართველიშვილი.
დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ქართველიშვილი„ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ“
- დავით ქართველიშვილი„ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ“
- დავით ქართველიშვილი„საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია - და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა“
- დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“
